ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით ასეთი გაუფასურებული არ ყოფილა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს, 2 ივნისს, 17 100 000 აშშ დოლარი გაყიდა. ამით ბოლო დღეების განმავლობაში ლარის გაუფასურების ტენდენცია შეიძლება შეიცვალოს.
ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ აუქციონზე გატანილი ჰქონდათ 40 მლნ აშშ დოლარი, თუმცა მხოლოდ ნახევარზე ნაკლები გაიყიდა.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით ასეთი გაუფასურებული არ ყოფილა.
დღევანდელი მდგომარეობით, 1 დოლარის ღირებულება 2,6396 ლარი იყო. ზუსტად ეს კურსი იყო 23 თებერვალსაც, მას შემდეგ კი ლარი მუდმივად მყარდებოდა 9 მაისამდე. ამ დღიდან ლარის კურსი მერყევი გახდა.
ბოლო წლების განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით პირველად არის ასე მყარი. 9 მაისს ერთ დოლარი 2,483 ლარი ღირდა.
სიახლეები
- “2014 წლიდან არ შემიწყვეტია ლაპარაკი იმაზე, რომ ქალაქს ტრამვაი სჭირდება, მაშინ კალაძე ამბობდა, რომ პოპულისტი ვიყავი - ამ პროგრამას განვახორციელებთ ჩვენ, როგორც კი კალაძეს საკუთარი კაბინეტიდან გამოვაგდებთ” - ალეკო ელისაშვილი
- სად სურს ზელენსკის პუტინთან შეხვედრა - უკრაინის პრეზიდენტი რამდენიმე ქვეყანას ასახელებს
- ბადრიჯნის ხვეულები
- პოლონეთმა საჰაერო თავდაცვა მაღალი დონის მზადყოფნაში გადაიყვანა - რუსეთის მიერ უკრაინის დაბომბვის გამო
- მამუკა ჩარკვიანი გარდაიცვალა