ხვალ ქუთაისში ღვინის ფესტივალი გაიმართება
ხვალ, 13 ივნისს, ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში, იმერული ღვინის კლუბ „ცოლიკოურის“ ორგანიზებით ღვინის ფესტივალი „წითელი და თეთრი“ გაიმართება.
ფესტივალი 12:00 საათზე დაიწყება და 20:00 საათამდე გაგრძელდება. 16:00 საათზე სტუმრებისთვის ჯგუფი ,,ოჩოს ქოხი,, იმღერებს.
,ქუთაისი ნამდვილად იმსახურებს ზაფხულის ღვინის დღეს .გვინდა, ქალაქში შევქმნათ ნამდვილი იმერული სახალხო დღესასწაული - სტუმართმოყვარე და გულღია, ისეთი, როგორიც თავად იმერეთია .
„წითელი და თეთრი“ იქნება ფესტივალი, სადაც ღვინო, მუსიკა და ზაფხულის განწყობა ერთ სივრცეში მოიყრის თავს.,,- აცხადებენ ორგანიზატორები.
სიახლეები
- ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ
- ,,საქართველოს მიმართ ხორციელდება თავდასხმები საერთაშორისო გაერთიანებების მხრიდან, მაშინ როცა, მათივე კვლევითი ინსტიტუტები დადებითად აფასებენ საქართველოს განვითარებას"-გურამ მაჭარაშვილი
- ირანში აშშ-ის ბოლო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
- რუსეთმა საკუთარი ვერტმფრენი ჩამოაგდო – ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა
- საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკას ეწვია
