ტექნიკურ ინსპექტირებას გამონაბოლქვზე ვერ გაივლიან ავტომობილები, რომელსაც კატალიზატორი ამოჭრილი აქვს
ბოლო 3 წელიწადში საქართველოში კატალიზატორების ექსპორტი (ღირებულებით ნაწილში) 13 557%-ით ანუ 136-ჯერ აღემატება იმპორტს. ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ პარლამენტის წევრის მიხეილ დაუშვილის სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილ მონაცემებშია აღნიშნული.
როგორც შემოსავლების სამსახურის მონაცემებიდან ჩანს, 2020 წლიდან მოყოლებული 2023 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდში საქართველოში 477 617 დოლარის ღირებულების 21 192 კატალიზატორი შემოვიდა, მაშინ როცა, ამავე საანგარიშო პერიოდში კატალიზატორების ექსპორტმა 286 373 ცალი შეადგინა, რაც ღირებულებით ნაწილში - 65 228 454 აშშ დოლარია.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2015 წლიდან მოყოლებული 2023 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან ექსპორტზე 97 776 545 აშშ დოლარის ღირებულების, 701 440 კატალიზატორი გავიდა.
როგორც ავტოიმპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელმა ალექსი ნონიაძემ განაცხადა, კატალიზატორების ავტომობილიდან მოხსნის და ქვეყნიდან ექსპორტის გაზრდილი მაჩვენებელი რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული, მთავარი კი ისაა, რომ აქამდე ეკოლოგიური სტანდარტები არ იყო დაცული ქვეყანაში.
„ჩვენთან რეგისტრირებული 1.5 მლნ ავტომობილიდან 90%-ზე მეტი 20 წელზე მეტის არის, თუმცა, იქიდან გამომდინარე რომ ეკოლოგიური სტანდარტები არ იყო დაცული და ყურადღება არ ექცეოდა კატალიზატორებს, შედეგად მივიღეთ ის სურათი, რომ კატალიზატორებს ხსნიდნენ და ყიდდნენ სხვა ქვეყანაში. იმ ავტომობილებში, რომელსაც ამოჭრილი აქვს კატალიზატორი, მისი უკან დაბრუნება ძალიან ძნელია. მართალია უკვე გაჩნდა ისეთი მომსახურებები, რომელიც სოლიდური თანხის სანაცვლოდ სთავაზობს მომხმარებელს ამოჭრილი კატალიზატორის ისევ მონტაჟს ავტომობილში, თუმცა გარანტიას ვერ გაძლევენ, რომ ასეთი ჩარევის შემდეგ ეს ავტომობილი გაივლის ტექნიკურ ინსპექტირებას გამონაბოლქვზე. გამოდის, რომ ფაქტობრივად კატალიზატორი მაინც არ აქვს ავტომობილს“,- აღნიშნა ნონიაძემ.
სიახლეები
- „ITB Berlin ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოფენაა როგორც საქართველოს წარდგენისთვის, ისე ტურისტული პროდუქტების პრომოუშენისთვის” – გვანცა რაზმაძე
- ,,რუსეთის ფედერაციას ვერაფერი მოუხერხა და ახლა ორბანს ემუქრება"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,სასიხარულო იყო საქართველოს რეფორმების მნიშვნელოვანი შედეგებისა და ჯანსაღი მაკროეკონომიკური მართვის შესახებ მოსმენა"- მასატო კანდა
- აშშ-მა, ისრაელთან ერთობლივი ოპერაციის დროს, 30-ზე მეტი ირანული საზღვაო ხომალდი გაანადგურა
- ,,გაწევრიანების არსებული პროცედურით უკრაინა ევროკავშირის წევრი 2027 წელს ვერ გახდება"- მარტა კოსი