"მიუხედავად რთული გამოწვევისა, COVID 19-ის პანდემიისა, მაინც მივაღწიეთ ეკონომიკურ ზრდას" - პრემიერი
მიუხედავად რთული გამოწვევისა, COVID 19-ის პანდემიისა, მაინც მივაღწიეთ ეკონომიკურ ზრდას. საქართველოს ეკონომიკა კვლავ დაუბრუნდა 10%-იანი ზრდის ორნიშნა ტემპს-, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩემი მთავრობის ფილოსოფია არის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და ასევე ის, რომ შენარჩუნდეს პროგნოზების გაკეთების შესაძლებლობა და ეკონომიკური კეთილდღეობა. მიუხედავად რთული გამოწვევისა, COVID 19-ის პანდემიისა, მაინც მივაღწიეთ ეკონომიკურ ზრდას. საქართველოს ეკონომიკა კვლავ დაუბრუნდა 10%-იანი ზრდის ორნიშნა ტემპს 2021-2022 წლებში. ჩემმა მთავრობამ ეს დადებითი ზრდის ტემპი, ტენდენცია შეინარჩუნა 2023 წელს. საშუალო ეკონომიკური ზრდა არის 7% პირველ 8 თვეში, ხოლო ინფლაციის ტემპი 1%-ზე ნაკლებია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის დარჩება. ჩვენ ზედა საშუალოშემოსავლიან ქვეყნის სტატუსს მივაღწიეთ და გავზარდეთ მშპ 1000 დოლარამდე და მოსალოდნელია, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება 2023 წლის ბოლოსთვის, მომავალი წლისთვის კი 8700 აშშ დოლარი იქნება და სულ რაღაც სამ წელიწადში მშპ ერთ სულ მოსახლეზე თითქმის გაორმაგდება. 2022-2023 წლებში ჩვენი ზრდა მართლაც გამოირჩეოდა რეალური ზრდით ისეთ სექტორებში როგორიცაა ტრანსპორტი, ინფორმაცია და კომუნიკაცია. ასევე მშენებლობა, ვაჭრობა და სხვა. ვიმედოვნებთ, რომ ეს პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდება“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
სიახლეები
- ზურა ჯაფარიძე ოპოზიციის გაერთიანებას ცდილობს - “ეს მაქსიმუმ 2-3 კვირის ამბავია”
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 იანვრისთვის
- "აშშ-ს ევროპის დასუსტება და დამორჩილება სურს, ევროპას ძალიან ძლიერი ინსტრუმენტები აქვს და ისინი მაშინ უნდა გამოვიყენოთ, როცა პატივს არ გვცემენ"
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 24 იანვრამდე
- "პრეზიდენტის საქმეა ჰქონდა თუ არა კონსულტაციები - მან იცის ოპოზიციის, ხელისუფლების, რევოლუციური კომიტეტის პოზიცია და დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს"