"ივნისიდან ვგეგმავთ კონკრეტული სამუშაოების დაწყებას ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით" - პრემიერი
ივნისიდან ვგეგმავთ კონკრეტული სამუშაოების დაწყებას ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, მაისის ბოლოს გამოვლინდება ის კომპანია, რომელიც სათავეში ჩაუდგება სამუშაოებს.
„ანაკლიას რაც შეეხება, პროცედურები უკვე დაწყებულია. მაისის ბოლოსთვის სავარაუდოდ, გამოვლინდება ის კომპანია, რომელიც სათავეში ჩაუდგება სამუშაოებს. უფრო მეტიც, ჩვენ ვგეგმავთ, რომ უკვე ივნისიდან დავიწყოთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები. როგორც მოგეხსენებათ, მთავრობაც ახორციელებს ინვესტიციებს ანაკლიის პორტის განვითარების კუთხით, შესაბამისად, არა მხოლოდ პროცედურებს დავასრულებთ, არამედ ივნისიდან ვგეგმავთ კონკრეტული სამუშაოების დაწყებას ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. პროცედურები დაიწყება მარტში. მარტი, აპრილი და მაისი დასჭირდება ტენდერის დასრულებას. მაისის ბოლოსთვის უკვე დასრულებული იქნება ტენდერის პროცედურა და ივნისიდან უკვე იქნება შესაძლებელი სამუშაოების დაწყება. ეს არის მკაფიო გეგმა, რომელიც აქვს მთავრობას და ამ გეგმას რა თქმა უნდა, გავყვებით", - განაცხადა პრემიერმა.
სიახლეები
- ირანის მთავარი სამხედრო მეთაური შესაძლოა, სიკვდილით დასაჯონ
- "მეგობრობა, რომელიც ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის არსებობს, დღესაც, განსაკუთრებით რთულ დროშიც უნდა გამოვლინდეს" - ისრაელის საელჩო
- "უცხოელმა დონორებმა არაერთხელ უარყვეს გამჭვირვალობის ნაწილში ხელისუფლების რეკომენდაციები და ვალდებულებები დაარღვიეს, დარღვევებს შედეგები მოჰყვება"
- "სხვადასხვა პირის მიერ არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და მათ შორის, იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით"
- როგორ აისახება აშშ-ის, ისრაელისა და ირანის ომი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის კიდევ ორ ქვეყანაზე - BBC ვრცელ სტატიას ავრცელებს