გიორგი ჩუბინიძე და მისი წარმატება კომპანია „ვალდაუში“
გიორგი ჩუბინიძის ბაზრის კვლევის ანალიზებით, საქართველოში არსებული წამყვანი კომპანიები ხელმძღვანელობდნენ. მისი კვლევები ძირითადად მოიცავდა საფონდო ბირჟებზე არსებულ ვითარებას. გიორგი ჩუბინიძე ყურადღებას ამახვილებდა მსოფლიოს დიდ ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკურ ცვლილებებს. დაწვრილებით მიმოხილვას უკეთებდა სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული ვალუტების გაუფასურებასა თუ გამყარებას.
თანამედროვე სამყაროში, აღნიშნული სფერო დიდ როლს თამაშობს ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებაში. ხოლო კომპანიები კი გიორგი ჩუბინიძის მსგავს კადრებს ეძებენ. ის ბაზრის კვლევის ერთ-ერთი გამორჩეული ექსპერტია, რომლის პრაქტიკული საქმიანობა დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ეკონომიკურ, ასევე ბიზნეს წრეებში. დღესდღეობით ის კომპანია „ვალდაუს“ დირექტორია.
კომპანიის მიზანი და მუშაობის ხარისხი
გიორგი ჩუბინიძის დირექტორობის პერიოდში, "ვალდაუს" საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში მსხვილი პროექტების განხორციელება, რომელიც მოიცავს, სხვადასხვა სამედიცინო დანიშნულების პროდუქციით სახელმწიფო და კომერციულ კლინიკების მომარაგებას მთლიანი ქვეყნის მასშტაბით.
კომპანიას მიზნის მისაღწევად უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს, სამედიცინო და არამარტო სამედიცინო დანიშნულების პროდუქციის საერთაშორისო ბაზრების უკიდურესად კარგად ცოდნას, პროდუქციის მწარმოებლებთან ურთიერთობას; ბაზარზე არსებული ტრენდების და მიმართულებების კვლევას და ყოველივე ამის საფუძველზე საპროგნოზო გათვლების გაკეთებას, კომპანიის მომავალი სტრატეგიის განსასაზღვრად.
გიორგი ჩუბინიძის მუშაობის შეფასება კომპანია „ვალდაუში“
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, გიორგი ჩუბინიძის ძლიერი მხარეც იმაში მდგომარეობს, რომ თავისი განათლებიდან და საბანკო გამოცდილებიდან გამომდინარე, წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებაზე დაყრდნობით, მოახერხა ზედმიწევნით კარგად შეესწავლა სხვადასხვა სამედიცინო დანიშნულების საქონლის მსხვილი მწარმოებლები და ბაზრები.
FirstNews.ge-თან ინტერვიუში გიორგი ჩუბინიძე აცხადებს, რომ კომპანია „ვალდაუ“ გახდა საქართველოში ერთ-ერთი ანგარიშგასაწევი მოთამაშე სამედიცინო სახარჯი მასალებისა და სხვადასხვა მედიკამენტების ბაზარზე.
„ყველა კომერციული კომპანია ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე, ახალი ბაზრებისა და შესაძლებლობების მოპოვებაზე და საბოლოო ჯამში მოგების მაქსიმალურ მატებაზე. არც ეს კომპანიაა გამონაკლისი.
ჩამოთვლილი მიზნების მიღწევა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, სწორად განსაზღვროს ის კრიტერიუმები, რომელიც კომპანიას დაეხმარება გაზარდოს თავისი გაყიდვები.
ბოლოს კი კომპანიის მდგრადობისათვის და სამომავლო ხანგრძლივი პერსპექტივისათვის, მნიშვნელოვანია მისი ასე ვთქვათ გაბრენდება-გაპოპულარულება, რაც გულისხმობს შესაბამისი ლოგოს, მისიის, სლოგანის, კორპორატიული ფერების არსებობას,“- აცხადებს გიორგი ჩუბინიძე.
ავტორი: ნინო ოთარაშვილი
სიახლეები
- გსურს, რომ შენმა შვილმა გააუმჯობესოს ინგლისური და ამავდროულად დაუვიწყარი ზაფხული გაატაროს? - American Camp ბაკურიანში
- "რაც უფრო მკაცრი იქნება ევროპის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, მით უფრო მტკივნეული იქნება ეს ევროპის ეკონომიკისთვის"
- "რაც მეტია ზრუნვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ნაკლებია ზრუნვა ღვთის სასუფეველზე, მატერიალური სიკეთეები იკლებს, რაც მეტია ღვთის სულიერება, მით მეტია მატერიალური კეთილდღეობა და ბედნიერებაც"
- "ნაციონალური მოძრაობის“ სახელით კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ არ არსებობს გარემოება, რომელიც შეცვლის ჩვენს პოზიციას რეჟიმთან ართანამშრომლობაზე"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს