ოქროს ფასმა 4 300 დოლარს გადააჭარბა – რა ღირს ოქრო საქართველოში
გლობალურ ბაზრებზე ოქრო კვლავ ძვირდება. საერთაშორისო მედია ოქროს ფასის ზრდაზე რამდენიმე ძირითად მიზეზს ასახელებს და ერთ-ერთი უმთავრესია აშშ-ის მთავრობის „შათდაუნი“. ასევე დიდია შეშფოთება აშშ-ის ფედერალური რეზერვის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. თუ პოლიტიკური ჩარევა აშშ-ის საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებს, ამან შეიძლება ინფლაციის ხელახალი ზრდა გამოიწვიოს. ოქრო კი ტრადიციულად, ინფლაციისგან დაცვად ითვლება.
ასევე, ოქროს ფასის ზრდის მიზეზად ოქროს საბირჟო ფონდების მხრიდან მზარდი მოთხოვნა სახელდება.
თბილისის დროით 11:30 საათისთვის ერთი უნცია ოქრო 4 308 დოლარი ღირს, ვერცხლის ფასი კი 51.19 დოლარს შეადგენს.
რაც შეეხება ვერცხლს, 800 სინჯის ერთი უნცია ვერცხლი 3.79 ლარი ღირს, ხოლო 999 სინჯის 1 უნცია ვერცხლს 4.74 ლარად შეიძენთ.
სიახლეები
- “ისტერიულ აგონიაში ხართ” - ქეთი ხოსიტაშვილი ISFED-ის პუბლიკაციაზე
- “ის არა ელჩის მოვალეობას ასრულებს, არამედ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი აქტივისტისას, რომელსაც მალე გააუქმებენ” - გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირის ელჩზე
- ქუთაისის ინფექციურ ცენტრს მთავრობა “ლჯ და კომპანიისგან” 8 მილიონ ლარად გამოისყიდის
- რუსეთის ჯარებმა ხარკოვი დაბომბეს
- საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი სასჯელის მოსახდელად ციხეში გამოცხადდა