სტრასბურგის ქუჩებში ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი იმოძრავებს
ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით ქ. სტრასბურგის ქუჩებში ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი იმოძრავებს.
საქართველოს თავმჯდომარეობის ლოგოთი და ახალგაზრდა ქართველი კალიგრაფისტ ნიკოლოზ ღუნაშვილის მიერ დახატული ქართული ანბანის ასოებით მორთული ტრამვაის ინაუგურაცია ქ. სტრასბურგში „Droits de l'homme"-ის გაჩერებაზე მოხდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ქ. სტრასბურგის მერის მოადგილემ, და საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენელმა წითელი ლენტი გაჭრეს.
პირველმა სტუმრებმა გაჩერება „Droits de l'homme"-იდან „République"-ის მოედნამდე იმოძრავეს. ტრამვაი სტრასბურგის ქუჩებში 6 თვე ივლის.
სიახლეები
- "ოფიციალურ პირებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი გადახედონ საკანონმდებლო ინიციატივას" - ოლივერ ვარჰეი
- "უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო, დიდი პანიკაა „ნაცებში“, გმირთა მოედნიდან მოხსნეს ხალხი, მიჰყავთ რუსთაველზე"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისისთვის
- “საქართველოს კურსი ევროკავშირისაკენ ბეწვზე ჰკიდია!”- უცხოური პრესა
- "ვერსად ვნახე რა ჰქვია ფსიქიკურად აშლილი პირების მმართველობას" - კახა გოგოლაშვილი