2024 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში, მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან, მიღებულმა შემოსავალმა 456 მილიონი დოლარი შეადგინა. ზრდა 2023 წელთან შედარებით +6.7%-ით (29 მლნ. აშშ დოლარით) მეტია.
გავლენიანი ამერიკული გამოცემა Vogue კახეთის შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ეს რეგიონი "პატარა ტოსკანად" არის მოხსენიებული და საუბარია ღვინის წარმოების 8000-წლიან ისტორიაზე.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას აანონსებს. ამის შესახებ ორგანიზაცია ინფორმაციას Facebook და Instagam გვერდებზე ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოში, კონკრეტულად რაჭაში, იწყება სრულიად ახალი კურორტის განვითარება, შერჩეულია მრავალძალი, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ჟურნალისტებს მრავალძალში განუცხადა.
ბრიტანულმა სამოგზაურო მედიაპლატფორმამ სტეფანწმინდა მსოფლიოს ულამაზეს პატარა ქალაქებს შორის დაასახელა
ბრიტანულმა სამოგზაურო მედიაპლატფორმამ, TimeOut-მა მსოფლიოს ულამაზესი 16 პატარა ქალაქს დაასახელა. მსოფლიოში პოპულარულ ტურისტულ ქალაქებს შორის სტეფანწმინდაც მოხვდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტროკონგრესი Madrid Fusión-ი საქართველოს შესახებ „ფეისბუქზე“ მორიგ პოსტებს აქვეყნებს.