"ოპოზიციურმა კანდიდატებმა 50 000 ხმა აიღეს"- ირაკლი კობახიძე
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურისთვის გამოცხადებული ბოიკოტის მიუხედავად ოპოზიციურმა კანდიდატებმა 50 000 ხმა მიიღეს. როგორც კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ოპოზიცია აქტიურობდა და მუშაობდა, თუმცა ამის მიუხედავად, მათ გაუჭირდათ 50 000-ზე მეტი ხმის მობილიზება.
„ისინი აქტიურობდნენ და ამის დამსახურებაა ის, რომ ოპოზიციურმა კანდიდატებმა აიღეს 50 000 ხმა, მიუხედავად იმისა, რომ მათ საჯაროდ ჰქონდათ გამოცხადებული არჩევნებში არმონაწილეობის თაობაზე, ამ ფონზე მათ აიღეს 50 000 ხმა. ისინი აქტიურობდნენ და მუშაობდნენ, თუმცა ამის მიუხედავად მათ გაუჭირდათ 50 000-ზე მეტი ხმის მობილიზება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან არჩევნების მეორე ტურზე უარის თქმა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების თვალში პრობლემას უქმნის.
„როდესაც ზედიზედ მეორე არჩევნებში გაყალბების საბაბით ამბობს ოპოზიცია უარს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე, ეს უქმნის უხერხულებას და პრობლემას საქართველოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თვალში. იმედია, ამას ოპოზიცია სამომავლოდ გაითვალისწინებს და ამ უხერხულებას აღარ შეუქმნის ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- "ეს დღე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი" - ირაკლი კობახიძე
- "ქართულმა ოცნებამ“ თსუ-ს დამოუკიდებლობა დაასრულა, უნივერსიტეტის პოლიტიზაციით და აკადემიურ თავისუფლებაზე მუქარით" - სალომე ზურაბიშვილი
- მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- წონის კლების ფრანგული მოდელი ბიოლოგიური საათის მიხედვით