კობახიძის თქმით, საკუთარი კანდიდატურა რომ არ დაეყენებინა, გახარია "ოცნებისგან" ფულს ითხოვდა
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, საკუთარი კანდიდატურა რომ არ დაეყენებინა, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე "ქართული ოცნებისგან" ფინანსურ მხარდაჭერას ითხოვდა.
კობახიძის თქმით, კახა კალაძესა და გიორგი გახარიას შორის შეხვედრაც შედგა.
"იყო კომუნიკაციის მცდელობა შუამავლის მეშვეობით ფინანსურ თემაზე, იყო საუბარი იმაზე, რომ თუ იქნებოდა ჩვენი მხრიდან ფინანსური დახმარება არ დააყენებდა საკუთარ კანდიდატურას, რაზეც მიიღო შესაბამისი პასუხი. ალბათ კეზერაშვილში შევეშალეთ.
ამის შემდეგ მისი მხრიდან იყო ზარები და ითხოვდა შეხვედრას. დღეს შედგა შეხვედრა კახი კალაძესა და გახარიას შორის, სადაც უთხრა კახი კალაძეს, რომ ის აპირებდა კანდიდატურის დაყენებას, რაზეც კალაძისგან მიიღო პასუხი, რომ ეს მისთვის არაა საინტერესო", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გიორგი გახარია "ქართულ ოცნებას" დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
"ჰაერის რხევაა, რასაც ისინი ახლა ლაპარაკობენ და დიდი ინტერესი არ მაქვს რას ამბონენ," - აცხადებს გიორგი გახარია.
სიახლეები
- “4 სექტემბრიდან ქვეყნის მასშტაბით გახსნილია და მუშაობს 3 051 საარჩევნო უბანი” - ცესკო
- ქუთაისში ბინას 852 დევნილი ოჯახი მიიღებს
- “დღეს რადიკალური ოპოზიცია აბსოლუტურად მოშლილია, რაც 64-ვე მუნიციპალიტეტში გვიმარტივებს როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებას” - პრემიერი
- იმერეთსა და საქართველოს სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს
- “მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი გაფართოვდა და დამატებით კიდევ სამ ქალაქში – თელავში, ქუთაისსა და გორში ამოქმედდა” - შსს