"დღეიდან თქვენ საქმე გექნებათ ჩემთან" - გახარია ყოფილ თანაგუნდელებს
"ვაცხადებთ სრულ მობილიზებას და ვამბობთ, თბილისიდან დაწყებული, საქართველოს თითოეულ პუნქტში ვიბრძოლებთ ბოლომდე ღირსეულად, კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად", - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
გახარიამ ყოფილ თანაგუნდელებს მიმართა, რომ საქმე პირადად მასთან ექნებათ.
"მინდა, თითოეულ ჩემს თანაგუნდელს მივმართო, სიმართლე ერთია და არ არსებობს სხვა სიმართლე. სიმართლეა, რომ სახელმწიფო, რომელიც მართულია "ქართული ოცნების" დღევანდელი ბოსებით, ძალადობს საქართველოს მოქალაქეებზე, იმის გამო, რომ მათ გამოხატეს თავისი პოლიტიკური აზრი. მინდა, ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს ვუთხრა, დღეიდან თქვენ საქმე გექნებათ ჩემთან. სოლიდარობის მიზნით, თითოეული ჩვენი მერობის კანდიდატის მიმართ, რომელთაც მძიმე პირობებში უწევს ბრძოლა, მე ერთი, ცალკე აღებული საქართველოს მოქალაქე და თბილისელი, ყველანაირი პოლიტიკური კეკლუცობის გარეშე ვაცხადებ, რომ თქვენთან ერთად ვერთვები თბილისის მერობისთვის ბრძოლაში", - განაცხადა გახარიამ.
სიახლეები
- პროკურატურის ცნობით, დააკავეს ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, რომლის ბინიდანაც $1,319,300 ამოიღეს
- ბოდბელი ეპისკოპოსი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება
- “მზია ამაღლობელს ევრო პარლამენტმა ა.სახაროვის პრემია მიანიჭა! საინტერესოა პრიზი საბჭოთა წყალბადის ბომბის ქანდაკებაა?” - გიორგი ხაინდრავა
- სერბეთის პრეზიდენტმა პარლამენტთან სროლა ტერაქტად შეაფასა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 ოქტომბრისთვის