ინდივიდუალური შეხვედრები მეტ საშუალებას მაძლევს, ჩემი თანაქალაქელების პრობლემებს უკეთ გავეცნო - იოსებ ხახალეიშვილი
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ მერაბ კვიცარიძესა და პარტიის წევრებთან ერთად, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ავტოქარხნის მუნიციპალიტეტის ხარებავას ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.
საკუთარი საარჩევნო პროგრამისა და სამომავლო გეგმების გაცნობის შემდეგ, მოქალაქეების პრობლემები, პოლიტიკური შეხედულებები, შენიშვნები და რჩევები მოისმინა. ისაუბრა საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებზე, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, ქუთაისში განათლების, კულტურის, ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობასა და თითოეული მოქალაქის ჩართულობის აუცილებლობაზე საერთო პრობლემების მოგვარების პროცესში.
"ინდივიდუალური შეხვედრები უფრო მეტად მაძლევს საშუალებას უკეთ გავეცნო ჩემი თანაქალაქელების კონკრეტულ პრობლემებს და მათ დამოკიდებულებას ქუთაისის განვითარებისთვის აუცილებელ საკითხებზე. სათქმელიც და მიდგომაც ხშირად განსხვავდება ერთმანეთსგან, მაგრამ საერთოა მიზანი - ყველას უნდა მშვიდობიანი, უსაფრთხო გარემო არსებობისთვის, უკეთესი მომავლისთვის და მოწესრიგებულ, ლამაზ ქალაქში ცხოვრება და საქმიანობა.
ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ აუცილებელია ქუთაისის თანაბარი განვითარება, რაც ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, განათლების ხელშეწყობასთან ერთად, უალტერნატივო პრიორიტეტია," - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
სიახლეები
- "მართლაც კატასტროფაა იმის ყურება, თუ როგორი არაევროპული აღტყინებით იღებენ საკუთარ თავზე გეოგრაფიულად ევროპელები, ექსტრემიზმის სახელფასო სქემების დაფინანსებას"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- 8 ოპოზიციური პარტია რეგიონებში წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას იწყებს
- "ჩამოგდებული სამოქალაქო თვითმფრინავისთვის აზერბაიჯანი რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივის" - ილჰამ ალიევი
- 20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი