გვჯერა, რომ ჩვენი გუნდი თქვენგან კვლავაც მყარ მხარდაჭერას მიიღებს - იოსებ ხახალეიშვილი
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან და პარტიის სხვა წევრებთან ერთად, დიდ სავაჭრო ობიექტებში დასაქმებულებს შეხვდა და საკუთარი პროგრამა გააცნო, მათ შორის, ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის ხედვა, რომელიც დღემდე ქუთაისს არ ჰქონია.
ოთხი მიმართულება, რომელიც ქუთაისის განვითარებისთვის განისაზღვრა, მთავარი გარანტია თანმიმდევრულად განხორციელდეს ქალაქის პერსპექტივა და თანაბარი სარგებელი მოუტანოს ნებისმიერ სფეროში დასაქმებულს, ან დასაქმების მაძიებელს.
იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, მეწარმეობის განვითარებისა და, ზოგადად, სამეწარმეო სულისკვეთების გაძლიერება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ამ თვალსაზრისით, მოქმედებს რამდენიმე სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია მეწარმეობის, მათ შორის, მცირე და მიკრო მეწარმის ხელშეწყობაზე.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატის თქმით, ქალაქში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით, სწორი სატრანსპორტო პოლიტიკით და ტურიზმის განვითარებით, ახალი ინვესტორების მოზიდვა და მათთვის სასურველი გარემოს შექმნა ადგილობრივი თვითმმართველობის პრიორიტეტია, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქუთაისის ეკონომიკურ განვითარებას. მომავალში გაგრძელდება და გაფართოვდება მეწარმეობის მხარდამჭერი პროექტები თუ სახელმწიფო პროგრამები; ხელი შეეწყობა ინოვაციური ეკოსისტემის სრულყოფას; წარმოების გასაძლიერებლად გაგრძელდება ფინანსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების სახელმწიფო პროგრამების დახვეწა და მათი ეფექტიანობის გაზრდა.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა და გეგმები, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქუთაისი და გვჯერა, რომ ჩვენი გუნდი თქვენგან კვლავაც მყარ მხარდაჭერას მიიღებს. სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში ერთად უნდა ვიზეიმოთ ჩვენი საერთო გამარჯვება“, - განაცხადა შეხვედრებზე იოსებ ხახალეიშვილმა.
სიახლეები
- 10 ავტორი და ნაწარმოები, რომლებსაც ქართველები 2025 წელს კითხულობდნენ
- "ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად, მაგრამ კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც ამ ეტაპზე არ შეუძლია" - მიხეილ სააკაშვილი
- სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს
- გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია