"მნიშვნელოვანია ქუთაისის თანაბარი განვითარება და ყველა მოქალაქისთვის ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნა"
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ირაკლი შენგელიასთან ერთად ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
იოსებ ხახაეიშვილმა საკუთარ საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა. მერობის კანდიდატის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ქუთაისის თანაბარი განვითარება და ყველა მოქალაქისთვის ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნა.
„ქუთაისი რეალურად გახდება კულტურის და განათლების ცენტრი, ეკოქალაქი და ტურისტული ჰაბი საკუთარი ისტორიის, მდებარეობის, საერთაშორისო აეროპორტის და ახალი ტერმინალის დამსახურებით. ყველა ახალი იდეა ამ კონცეფციის გარშემო უნდა განვითარდეს“,-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან