სამოქალაქო საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ქუთაისთან და ლაგოდეხთან დაკავშირებით სიცრუეა - ცესკო
ცესკოს ოფისში გამართულ ბრიფინგზე, სპიკერმა ნათია იოსელიანმა გავრცელებული ინფორმაცია, ქუთაისის საოლქო კომისიას საარჩევნო უბნებისთვის ამომრჩევლის მიღების შეფერხებასთან დაკავშირებით უარყო.
ასევე ნათია იოსელიანმა აღნიშნა, რომ ასევე დეზინფორმაციაა, რომ ლაგოდეხში მე-9 საარჩევნო უბანი არ გაიხსნა.
"რაც შეეხება სამოქალაქო საარჩევნო კომისიის გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს და ქუთაისის საოლქო კომისიას საარჩევნო უბნებისთვის რეგისტრატორის ბეჭდების გადაცემა დაავიწყდა და ვერ ხერხდებოდა ამომრჩევლის მიღება, ვაცხადებთ, რომ აღნიშნული არის სიცრუე, ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია და კენჭისყრის პროცესი დაწყებულია.
ასევე ტყუილია ამავე ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ლაგოდეხში არ გაიხსნა მეცხრე საარჩევნო უბანი.
ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან და დღესაც, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, იმოქმედონ კანონმდებლობის შესაბამისად, ნუ გაავრცელებენ არასწორ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას და ნუ შეუშლიან საარჩევნო ადმინისტრაციას ხელს საარჩევნო პროცესი წარმართოს მშვიდ ვითარებაში," - განაცხადა ნათია იოსელიანმა.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან