08:00 საათისთვის კენჭისყრის დასაწყებად საარჩევნო უბნების 24.3% მზად არ იყო - ISFED
"სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, 08:00 საათისთვის საარჩევნო უბნების 24.3% მზად არ იყო კენჭისყრის დასაწყებად.
არასამთავრობო წერს, რომ 08:00-08:20 შუალედში უბნების 24.1% მზად იყო კენჭისყრის დასაწყებად, ხოლო 08:20 საათისთვის უბნების 0.2%.
"სამართლიანმა არჩევნებმა" უბნის გახსნის პროცესის შესახებ ინფორმაცია ეროვნულ დონეზე PVT-ის შერჩევაში მოხვედრილი უბნების 99%-დან მიიღო. შედეგების თანახმად:
- უბნების 99.7%-ზე ორგანიზაციის დამკვირვებლები შეზღუდვების გარეშე შეუშვეს, რაც სტატისტიკურად არ განსხვავდება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით (99.7%);
- უბნების 57.9%-ზე 15-დან 17-მდე კომისიის წევრი იმყოფებოდა. 9-დან 14-მდე კომისიის წევრი დაფიქსირდა უბნების 42.0%-ზე. დანარჩენ 0.1%-ზე კომისიის წევრთა რაოდენობა 1-დან 8-მდე მერყეობდა;
- უბნების 99.6%-ზე უბნის ფართი და შიგა მოწყობა პროცესზე სრულფასოვანი დაკვირვების საშუალებას იძლეოდა;
- უბნების 75.7% 08:00 საათზე მზად იყო კენჭისყრის დასაწყებად, რაც სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუარესებაა 2017 წლის არჩევნებთან შედარებით (99.3%); საარჩევნო უბნების 24.1% მზად იყო კენჭისყრის დასაწყებად 08:00-08:20 შუალედში; 08:20 საათისთვის, საარჩევნო უბნების 0.2% არ იყო მზად კენჭისყრის დასაწყებად;
- უბნების 99.2%-ზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციები წილისყრით დადგენილი წესი გადანაწილდა, რაც სტატისტიკურად მცირე გაუარესებაა 2017 წლის არჩევნების შესაბამისი მაჩვენებლთან შედარებით (99.7%);
- უბნების 99.9%-ზე საარჩევნო ყუთები კანონით დადგენილი წესით დაილუქა, ხოლო უბნების 99.7%-ზე პაკეტების მთლიანობა, სადაც კომისიის ბეჭდებია განთავსებული, დაცული იყო;
სიახლეები
- ,,ველი კიდევ 3 წელს, 16 წელი მექნება სასჯელი - სერიულ მკვლელებს და პედოფილებს უსჯიან ამდენს"- მიხეილ სააკაშვილი
- ,,სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა" - გიგა ავალიანის დედა პროკურატურის განცხადებას ეხმაურება
- ,,ჩვენი ქვეყანა ღიაა იმისათვის, რომ სუფთა ფურცლიდან მოხდეს საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის დაწყება"- ზვიად შალამბერიძე
- ,,ჩვენი და ამერიკის თანხვედრა ღირებულებით ნაწილში, მსოფლმხედველობით ნაწილში, პოლიტიკურ ჭრილს ვგულისხმობ, ერთი-ერთში ემთხვევა”
- ,,როგორც ჩანს, ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა, როგორც იქნა, რუკას დახედა და გაათვითცნობიერა ის, რომ საქართველო მართლაც საკვანძო ადგილზე იმყოფება” – ლევან მაჭავარიანი