ხალხი უნდა გამოვიდეს და თვითონ გააკეთოს პოლიტიკა - კარლ ჰარცელი
დღეს არის არჩევნების დღე, მომენტი, როდესაც ხალხი უნდა გამოვიდეს და თვითონ გააკეთოს პოლიტიკა, ვუსურვებ ყველა ამომრჩეველს, რომ შეძლონ საკუთარი არჩევანის გაკეთება მშვიდობიან გარემოში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ჰარცელმა ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.
"დღეს ეს არის ჩვენი პირველი გაჩერება. დავიწყეთ მეორე ტურის მიმოხილვა და დაკვირვება. დღეს არის არჩევნების დღე და ამიტომ, ეს არ არის ის მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ პოლიტიკაზე, მეც და ჩემნაირებმა, არამედ ეს არის ის მომენტი, როდესაც ხალხი უნდა გამოვიდეს და თვითონ გააკეთოს პოლიტიკა. არჩევნების დროს, თუ რა ხდება და რა არჩევანი უნდა გაკეთდეს ქვეყანაში, წყვეტენ ისინი, ვინც მოვლენ საარჩევნო უბანზე და ვინც ხმას მისცემს თავიანთ კანდიდატს. ამიტომ, მოვუწოდებ ყველა ამომრჩეველს, რომ მოვიდნენ არჩევნებზე, მისცენ ხმა და ამით მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში. რაც უფრო მეტი ამომრჩეველი მოვა, მით უკეთესია. მე ვუსურვებ ყველა ამომრჩეველს, რომ შეძლონ საკუთარი არჩევანის გაკეთება მშვიდობიან გარემოში. ისევე როგორც თქვენ, მედიის წარმომადგენლებს, ასევე იმუშაოთ მშვიდ გარემოში. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მუშაობს საარჩევნო სისტემაში იმისთვის, რომ ასე დილაადრიანად დაიწყეს სამუშაო პროცესი და გვიან ღამემდე გააგრძელებენ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ჰარცელის თქმით, საქართველოში საარჩევნო პროცესსოდირის სრულფასოვანი მისია აკვირდება და მათთან ერთად ევროპარლამენტარების მისიაც მუშაობს.
"ძალიან მოხარული ვარ, რომ ოდირის სრულფასოვანი მისია არის ადგილზე და მათთან ერთად მუშაობს ასევე ევროპარლამენტარების მისია, რომლებიც ახლა სხვადასხვა შეხვედრას ატარებენ. მათი წარმომადგენლები არიან როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში. დაველოდებით მათ შეფასებებს იმისთვის, რომ შემდეგ, დღის მეორე ნახევარში ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების ელჩებთან ერთად განვიხილოთ, თუ რა ხდება, როგორია საარჩევნო შედეგები“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.
სიახლეები
- ,,როგორც ჩანს, ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა, როგორც იქნა, რუკას დახედა და გაათვითცნობიერა ის, რომ საქართველო მართლაც საკვანძო ადგილზე იმყოფება” – ლევან მაჭავარიანი
- ნობელის პრემიის ირანელ ლაურეატს დამატებითი სასჯელის სახით თავისუფლების შვიდი წლითა და ექვსი თვით აღკვეთა მიუსაჯეს
- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის იანვარში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 586 ფაქტი გამოავლინა
- ,,ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის როლის განვითარებას"- მარიამ ლაშხი
- 9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი