შაშკინი, მერაბიშვილი, ხაბეიშვილი, კაპანაძე რუსთავში პროვოკაციების მოწყობას ცდილობენ - პაპუაშვილი
"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
"ბათუმში მე-17 უბანზე "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელი აწარმოებდა ამომრჩევლის კონტროლს. თბილისში, მე-20 საარჩევნო უბანზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი სერგი კაკალაშვილი მანქანაში იმყოფებოდა, რომელსაც ჰქონდა სააგიტაციო მასალა და აწარმოებდა ამომრჩევლის აღრიცხვას 100-მეტრიანი რადიუსის შიგნით.
რუსთავში არის მთელი რიგი პროვოკაციების და არეულობის მოწყობის მცდელობების. იქ იმყოფებიან დიმიტრი შაშკინი, ვანო მერაბიშვილი, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი კაპანაძე და მთელი დღის განმავლობაში ისინი პროვოკაციებს აწყობენ სხვადასხვა უბანზე, ცდილობენ, არიონ სიტუაცია, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ რუსთავს.
ქარელში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გია კურტანიძე თავს დაესხა მედიის წარმომადგენელს - "ტვ მონიტორინგის" ჟურნალისტს. ვიდეო კადრებიც გავრცელდა, ის ფიზიკურად შეურაცხყოფს ამ ადამიანს, პირდაპირ სახეში ურტყამს მუშტს.
საერთო ჯამში კი, ზოგადად, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს ვითარება, თუმცა ცდილობენ, რომ მედიის საშუალებით წარმოაჩინონ გარკვეული არეულობები," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა