ქუთაისის 43-ე საარჩევნო უბანს ქვები დაუშინეს, რასაც ფანჯრების ჩამსხვრევა მოჰყვა
ქუთაისის 43-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო.
როგორც ადგილზე მყოფი ერთ-ერთი დამკვირვებელი, ოთარ აბესაძე აცხადებს, საარჩევნო უბანს ქვები დაუშინეს, რასაც ფანჯრების ჩამსხვრევა მოჰყვა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადგილზე საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.
„ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს, ფანჯარას ქვები მოხვდა, ამან დაძაბულობა გამოიწვია, პოლიციას დავურეკეთ, რომ მეთვალყურეობა გააგრძელონ, სიმშვიდე შევინარჩუნოთ და პროვოკაციები არ მოხდეს“, - განაცხადა აბესაძემ.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან