თბილისში თითქმის ყველა უბნის მონაცემების დათვლის შედეგად, კახა კალაძეს ხმების 55.60% აქვს
მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 30 ოქტომბრის არჩევნების - II ტურში ცესკო-ს ამ დროის მონაცემებით, თბილისში არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო.
დედაქალაქში არსებული 769 უბნიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის 768 უბნის შემაჯამებელი ოქმია შესული, რომლის მიხედვითაც, არჩევნების მეორე ტურში კახა კალაძემ გაიმარჯვა.
ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს 55.60% აქვს, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს ნიკანორ მელიას - 44.39%.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა