10 საათის მონაცემებით ქუთაისში აქტივობა მაღალია
ქუთაისში 10 საათის მონაცემებით ხმა 11 097 ამომრჩეველმა მისცა.
"ამომრჩეველი ცუდი ამინდის მიუხედავად, აქტიურად მოდის უბანზე. სტაბილური სიტუაციაა, მეტ-ნაკლებად მშვიდი, თუმცა მოგეხსენებათ არჩევნები რაღაც ტიპის მღელვარებასთან არის დაკავშირებული. პატარ-პატარა ექსესები შეიძლება იყოს, მაგრამ პრობლემებს ვაგვარებთ," -აცხადებს ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლარინა ლალიაშვილი.
საოლქო კომისიაში ამ დროისთვის 4 საჩივარია შესული.
ქუთაისში სულ 152 506 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
გახსნილია 72 უბანი, აქედან ერთი სპეცუბანია, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაშია გახსნილი.
ხმის მიცემა გარდა სპეცუბნისა, ელექტრონული აპარატების საშუალებით ხდება.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი