Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 40,9 % მიიღო, „ერთიანობა - ნაცმოძრაობამ“ 16,7 %, მელია-გვარამიას კოალიციამ 16,7 %, „ძლიერმა საქართველომ“ – 10,3% და გახარიას პარტიამ - 8,2 %
Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, 5%-იან საარჩევნო ბარიერს 5 პოლიტიკური სუბიექტი ლახავს.
ტელეკომპანია “ფორმულას“ დაკვეთით შესრულებული ეგზიტპოლის მიხედვით, პარლამენტის არჩევნებში, რომელიც სრულად პრიპორციული წესით ჩატარდა, შედეგები ასე ნაწილდება: -
(#41) “ქართული ოცნება“ - 40,9 %
(#5) “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ – 16, 7 %
(#4) “კოალიცია ცვლილებისთვის“ - გვარამია, მელია, გირჩი, დროა - 16, 7 %
(#9) “ძლიერი საქართველო“ - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 10, 3 %
(#25) “გახარია საქართველოსთვის“ - 8,2 %
(#8) “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2%;
(#10) “საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 2%;
(#36) “გირჩი“ -2,3%;
სხვა პარტიები - 0,9%.
ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით, "ედისონ რისერჩმა" ჩაატარა ეგზიტპოლი მთელი საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. გამოიკითხა 14946 არჩევნებში მონაწილე ადამიანი. ცდომილების ზღვარი +/- 2,5%, 95%-იანი სანდოობის ზღვრისთვის.
სიახლეები
- "იმის გამო, რომ უარი ვთქვით, ესკალაციაზე, ორმხრივ სანქციებზე, საზღვრის და ცის ჩაკეტვაზე, ქვეყნის დანგრევაზე, ევროპაში ზოგიერთი საქართველოზე გაბუტული, ნაწყენი და გაბრაზებულია"
- "რუსეთზე ზეწოლა ჯერ კიდევ არასაკმარისია და ამას ადასტურებს რუსეთის ყოველდღიური თავდასხმები უკრაინაზე" - ვოლოდიმერ ზელენსკი
- უკრაინაზე რუსეთის მასიური თავდასხმის გამო პოლონეთმა საჰაერო თავდაცვა მზადყოფნაში მოიყვანა
- "საპატრულო პოლიციის მანქანაში საბა სორდიას მიმართ იყო გამოყენებული ჰომოფობიური სიტყვები" - ადვოკატი
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს