ამ გვერდის ამობედვა

რა გზებით შეგიძლიათ, ამომრჩეველთა ერთიან სიაში თქვენი მონაცემები გადაამოწმოთ – ცესკო-ს პრესსპიკერის განმარტება

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი, ნათია იოსელიანი განმარტავს, რა გზებით შეუძლია ამომრჩეველს, ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემები გადაამოწოს. 

“ამომრჩევლებს სიაში ცვლილებები შეტანის მოთხოვნით შეუძლიათ, საარჩევნო ადმინისტრაციას, ან სერვისების განვითარების სააგენტოს 16 სექტემბრის ჩათვლით მიმართონ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩეველს ამ მიმართულებით [მონაცემების გადასამოწმებლად] არაერთ სერვისს სთავაზობს. პირველი – ეს არის ჩვენს ვებგვერდზე ამომრჩეველთა ერთიანი სია, სადაც ამომრჩეველს შეუძლია, შევიდეს და გადაამოწმოს როგორც თავისი, ასევე თავისი ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაცია. მეორე – ეს გახლავთ ძალიან მოსახერხებელი საშუალება, სწრაფი გადახდის აპარატები, რასაც პრაქტიკაში ძალიან კარგად ვიყენებთ. სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით ამომრჩევლებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ბანერში ამომრჩეველთა სიაში საკუთარი და ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაცია გადაამოწმონ. ასევე ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ სპეციალური აპლიკაცია გვაქვს, რომლის ჩამოტვირთვითაც ამომრჩეველს ასევე შეუძლია თავისი მონაცემები გადაამოწმოს. ამომრჩეველთა ერთიანის სიები საუბნო საარჩევნო კომისიებში, იმ მისამართზეა გამოკრული, სადაც ამომრჩევლები აძლევენ ხმას, მათ ასევე აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ მივიდნენ და ეს მონაცემები იქ გადაამოწმონ. თუ ამომრჩევლები უზუსტობას უფლება აქვთ, 16 სექტემბრის ჩათვლით ან საუბნო საარჩევნო კომისიას, ან სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართონ და საარჩევნო სიებში ცვლილების შეტანა მოითხოვონ.

 

ასევე ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ხაზი უნდა გავუსვათ: ეს არის გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობა და ის ამომრჩევლები, რომლებსაც არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ კენჭისყრის დღეს უშუალოდ საარჩევნო უბანზე მივიდნენ და ხმა მისცენ. მათ იმის შესაძლებლობა აქვთ, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის სია გამოიყენონ, თუმცა აქაც არის ვადები. 23 სექტემბრის ჩათვლით მათ აქვთ შესაძლებლობა, საუბნო საარჩევნო კომისიას წერილობითი ან ზეპირი სატელეფონო განცხადებით მიმართონ და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში გადაყვანა მოითხოვონ. ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლების შემთხვევაში ვადა იგივეა – 23 სექტემბრის ჩათვლით მათ აქვთ შესაძლებლობა , ან საოლქო, ან საუბნო საარჩევნო კომისიას მიმართონ და ოლქის ტერიტორიაზე ნებისმიერი ადაპტირებული და მისადგომი საარჩევნო უბანი მოითხოვონ, სადაც ისინი კენჭისყრაში მიიღებენ მონაწილეობას. მოვუწოდეთ ამომრჩევლებს, რომ ამომრჩეველთა ერთიანი სიები გადაამოწმონ , რათა 4 ოქტომბერს, საარჩევნო უბნებზე თავიანთი კონსტიტუციური უფლების შეუფერხებლად გამოყენება შეძლონ “- განაცხადა ნათია იოსელიანმა.

წაკითხვა 156 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 10 2025