საარჩევნო ადმინისტრაციის მორიგი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან
საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს მედიის წარმომადგენლების ინფორმირებას მიმდინარე საარჩევნო საკითხების შესახებ. ცენტრალური საარჩევნო კომისიისა (ცესკო) და სწავლების ცენტრის ორგანიზებით მორიგი სამუშაო შეხვედრა ამჯერად სატელევიზიო და ონლაინმედიის წარმომადგენლებთან გაიმართა.
სამუშაო შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გახსნეს. მათ მიმდინარე საარჩევნო პროცესებში მედიის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გიორგი კალანდარიშვილის თქმით მედიის წარმომადგენელთა ინფორმირება არჩევნებისა და ზოგადად საარჩევნო პროცესის შესახებ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რადგან სწორედ მედია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი საზოგადოების ინფორმირებისთვის.
„ჩვენ მიერ შეთავაზებული სამუშაო ფორმატით მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ ინსტიტუციის პირველი პირებისგან მოისმინონ სრულყოფილი, ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა საარჩევნო საკითხზე, მათ შორის მოახლოებული 4 ოქტომბრის არჩევნების შესახებ. გვქონდა ძალიან საინტერესო დიალოგი. ამომრჩეველთა ინფორმირების მიმართულებით მედიის როლის გათვალისწინებით, ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს მათი ცნობიერების ამაღლებას, შემდგომ კი გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდებას ამომრჩევლებისთვის“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
2 დღის განმავლობაში სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა კენჭისყრის პროცესში საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების პროცესი მიმოიხილეს, დეტალურად ისაუბრეს 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე და მედიის უფლებრივი მდგომარეობასა და როლზე არჩევნების გაშუქების პროცესში.
გაიმართა აქტიური დისკუსია, მედიის წარმომადგენელთა კითხვებს ცესკოს თავმჯდომარემ, მოადგილე გიორგი შარაბიძემ და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა ამომწურავად უპასუხეს.
სამუშაო შეხვედრა 13-14 სექტემბერს გაიმართა და მასში მონაწილეობა მედიის 40-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო.
სიახლეები
- "მსურს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ" - დიმიტრი მედვედევი
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ვერცხლის სავსემთვარე და სატურნის ახალი ციკლის დაწყება - როგორი იქნება თებერლის თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის
- იმერეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი პირი
- პირველი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი