"ჩვენ ყველა ერთად, არა უბრალოდ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გავიმარჯვებთ, არამედ გავიმარჯვებთ თითოეული მოქალაქის პრობლემებზე" - კალაძე
ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მუდმივად უსმენს ხალხს, გრძნობს მის მაჯისცემას და საზოგადოების მოთხოვნებს რეალობის შესაძლებლობების ფარგლებში ყოველთვის ადეკვატურად პასუხობს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
როგორც კალაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქვეყნის მშენებლობის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პარტიის გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ ისინი არამხოლოდ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გაიმარჯვებენ, არამედ გაიმარჯვებენ თითოეული მოქალაქის პრობლემებზე.
„ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზეზი და მიზანი, როგორც იცით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ერთიანი გუნდის მაჟორიტარი კანიდიდატების წარდგენაა. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე არსებულ პრობლემებთან ეფექტურად გამკლავება შეუძლია. ჩვენ გვაქვს მომავლის ხედვა და იმედი. ჩვენ ვიცით რას ნიშნავს თითოეული ქართველისთვის, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის განვითარებული, წარმატებული, თავისუფალი და ერთიანი საქართველო. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ ამ მიზნის მისაღწერვად. მინდა ცოტა უკან დავბრუნდე, ჩვენს ოპონენტებს არ სიამოვნებთ ამაზე საუბარი, მაგრამ აუცილებლად მომიწევს შევეხო 2012 წელს. ზუსტად, 2012 წელს, ქართველმა ხალხმა, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით დაამარცხა ძალადობრივი რეჟიმი და მოიპოვა თავისუფლება. მაშინ პრაქტიკულად დავიბრუნეთ საკუთარი სამშობლო და შევძელით ქვეყნის მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარების რელსებზე დაყენება. ამ წლების მანძილზე ბევრ წარმატებას მივაღწიეთ პრაქტიკულად ყველა სფეროში, თუმცა, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა აქვს ჩვენს ქვეყანას, რომელიც ერთად უნდა დავძლიოთ, ისევ ერთად უნდა დავდგეთ ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მუდმივად უსმენს ხალხს, გრძნობს მის მაჯისცემას და საზოგადოების მოთხოვნებს, რეალობის შესაძლებლობების ფარგლებში ყოველთვის ადეკვატურად პასუხობს. წარმატებული, განვითარებული, ევროპული ტიპის სახელმწიფოს ასაშენებლად ჩვენ გვჭირდება თითოეული მოქალაქის ენერგია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის მშენებლობის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა. ყველამ ძალიან ბევრი უნდა ვიშრომოთ და ყველას უნდა დავანახოთ, რომ ჩვენი ქვყანა და ჩვენი ხალხი იმსახურებს წარმატებას, იმსახურებს ღირსეულ ადგილს ერთიან, ევროპულ ოჯახში და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ. ამის მიღწევა კი, ერთმანეთის გვერდში დგომის გარეშე, ერთიანობის გარეშე რთული იქნება, ეს საქართველოს წარმატების გასაღებია. გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში ყველაზე კარგად გამოჩნდა, თუ რა შეუძლია ჩვენს ერთობას, სწორ მენეჯმენტსა და მოქალაქეების კეთილდღეობაზე ორიენტირებულ დღის წესრიგს. ამ საშინელმა პანდემიამ ნათლად დაგავანახა, თუ სად არის შავი და სად არის თეთრი, რომ ქართველი ხალხი ბრძენია და ზუსტად არჩევს მტერსა და მოყვარეს. რაც მთავარია, ვირუსთან ბრძოლამ გვაჩვენა, რამხელა შესაძლებლობებს გვიხსნის საზოგადოებისა და ხელისუფების ერთად დგომა. ჩვენი ერთიანობა არის ამ ქვეყნის ნათელი მომავლის გარანტია. მე მჯერა, ჩვენ ყველა ერთად, არა უბრალოდ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გავიმარჯვებთ, არამედ გავიმარჯვებთ თითოეული მოქალაქის პრობლემებზე და ჩვენს ქვეყანას საბოლოო გამარჯვების გზაზე გავიყვანთ. ერთად, საქართველოს წარმატებისთვის“, - განაცხადა კალაძემ.
სიახლეები
- “როდესაც დავინახავ მომენტს, რომ შეთანხმებას ვერ ვაღწევთ, ძალიან მკაცრები ვიქნებით, ეს შეიძლება ორივე ქვეყანა იყოს, ორია საჭირო ტანგოსთვის - გვერდში ვუდგავარ უკრაინას, მხარს ვუჭერ მკვლელობების შეჩერებას” - დონალდ ტრამპი
- “ილონი უბრალოდ ჭკუიდან შეიშალა!” - დონალდ ტრამპი
- დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორად ირაკლი ფურცელაძე დაინიშნა
- “ჩემს გარეშე ტრამპი არჩევნებს წააგებდა, როგორი უმადურობაა” - მასკი
- “მარტა კოსის განცხადებაზე: საქართველოს ხელისუფლებას დაბრალდა, თითქოს ჩვენ გავაჩერეთ რაღაც პროცესი, რომელიც დაწყებულიც არ ყოფილა, ახლა ისევ ევროკომისიიდან გვესმის, რომ თურმე მათ დავუსჯივართ” - მაკა ბოჭორიშვილი