„ქართული ოცნება“ ღირსეულად გაიმარჯვებს სამართლიან ბრძოლაში და ეს წარმატება ამ ქვეყანას სჭირდება - გახარია
ამ არჩევნებს ჩავატარებთ უმაღლესი დემოკრატიულობის ხარისხით და რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ ღირსეულად გაიმარჯვებს სამართლიან ბრძოლაში და ეს წარმატება ამ ქვეყანას სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ გამარჯვება იქნება ქვეყნის წარმატება.
„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ კამპანიაში გავიმარჯვებთ. გამარჯვება იქნება ქვეყნის წარმატება იმიტომ, რომ ზუსტად ვიცით, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო, ზუსტად ვიცით, როგორ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს სწრაფად და ეფექტურად და გვაქვს კონკრეტული გეგმა. ჩვენ 2020 წლის არჩევნებზე მივდივართ ახალი, უფრო პროგრესული საარჩევნო სისტემით. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნებოდა შეუძლებელი, რომ არა 2012 წლის მიღწევა და ამ 2012 წლის შემდგომ შენება ყოველდღიურად დემოკრატიული, ევროპული და სამართლიანობის ფასეულობებზე ქვეყნის - ეს გახდა მხოლოდ ამიტომ შესაძლებელი. პროპორციული არჩევნები არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დემოკრატიის მიღწევასთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობაა ქვეყნის წინაშე. ეს არის პასუხისმგებლობა პოლიტიკური პარტიების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების და მოქალაქეების. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ არჩევნებს ჩავატარებთ უმაღლესი დემოკრატიულობის ხარისხით და რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ ღირსეულად გაიმარჯვებს სამართლიან ბრძოლაში და ეს წარმატება ამ ქვეყანას სჭირდება. ეს წარმატება ამ ქვეყანას სჭირდება იმისთვის, რომ განვაგრძოთ წინსვლა“, - განაცხადა გახარიამ.
სიახლეები
- “როდესაც დავინახავ მომენტს, რომ შეთანხმებას ვერ ვაღწევთ, ძალიან მკაცრები ვიქნებით, ეს შეიძლება ორივე ქვეყანა იყოს, ორია საჭირო ტანგოსთვის - გვერდში ვუდგავარ უკრაინას, მხარს ვუჭერ მკვლელობების შეჩერებას” - დონალდ ტრამპი
- “ილონი უბრალოდ ჭკუიდან შეიშალა!” - დონალდ ტრამპი
- დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორად ირაკლი ფურცელაძე დაინიშნა
- “ჩემს გარეშე ტრამპი არჩევნებს წააგებდა, როგორი უმადურობაა” - მასკი
- “მარტა კოსის განცხადებაზე: საქართველოს ხელისუფლებას დაბრალდა, თითქოს ჩვენ გავაჩერეთ რაღაც პროცესი, რომელიც დაწყებულიც არ ყოფილა, ახლა ისევ ევროკომისიიდან გვესმის, რომ თურმე მათ დავუსჯივართ” - მაკა ბოჭორიშვილი