იქნება თუ არა დავით უსუფაშვილი “ლელოს” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი
“პრემიერ-მინისტრობის თავის კანდიდატს უახლოეს მომავალში პოლიტიკური პარტია “ლელოც”დაასახელებს.
როგორც “რეზონანსთან” საუბრისას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კოჟორიძემ აღნიშნა, “დავით უსუფაშვილი იქნება, მამუკა ხაზარაძე თუ სხვა ვინმე”, ამას საზოგადოება სექტემბერში გაიგებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით იქნება თუ არა დავით უსუფაშვილი “ლელოს” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.
“ლელოს” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი რა თქმა უნდა ეყოლება. უბრალოდ, ამ ეტაპზე ჩვენ ასე საჯაროდ არ ვასახელებთ, იმიტომ, რომ მაგის დროც მოვა. სექტემბრისთვის ვფიქრობთ და უფრო მეტსაც გეტყვით - არა მხოლოდ პრემოერ-მინისტრობის კანდიდატეს, არამედ მინისტრობის რამდენიმე კანდიდატებსაც დავასახელებთ. საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ იმას, რომ იცოდნენ ამა თუ იმ რეიტინგული პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვინ იქნება, რათა წარმოდგენა ჰქონდეთ, თუ ვინ შეიძლება იყოს მათი პრემიერ-მინისტრი და ცხადია, ჩვენ ხალხის ამ ინტერესს აუცილებლად დავაკმაყოფილებთ”, - ამბობს გამოცემასთან საუბრისას კახა კოჟორიძე და შეკითხვაზე - “განიხილება თუ არა გუნდში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი?” - პასუხობს:
“კონკრეტულად დავით უსუფაშვილი იქნება, მამუკა ხაზარაძე თუ სხვა ვინმე ამას ჯერ, ცხადია, ვერ გეტყვით. ამის დრო როცა მოვა, მაშინ ვიტყვით. მაღალი ალბათობით, ეს სექტემბერში მოხდება”.
სიახლეები
- რა იქნება სავალდებულო სკოლებში სექტემბრიდან
- “არცერთი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული საქართველოს და მისი ხალხის ინტერესების საზიანოდ; ეს ქვეყანა არის ჩვენი, საქართველოს თითოეული მოქალაქის და არავის მივცემთ უფლებას, გვმართოს ან დაგვიმონოს” - კახა კალაძე
- შსს-მ თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა
- საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ბულგარეთს დაუპირისპირდება
- “4 სექტემბრიდან ქვეყნის მასშტაბით გახსნილია და მუშაობს 3 051 საარჩევნო უბანი” - ცესკო