“ბიძინა ივანიშვილი ეცდება პროპორციული სისტემის საკითხი პირველივე ტურში “გააიასნოს” - დავით ზურაბიშვილი
“არ მგონია პატარა პარტიებმა ამ არჩევნებში სურათი თავის სასარგებლოდ შეცვალონ, რადგან არც ერთს არ აქვს გამოკვეთილი გზავნილი ამომრჩევლისთვის.
ეს არჩევნები იქნება ისევ ორპოლუსიანი, “ნაციონალებსა” და “ოცნებას” შორის” - ასე აფასებს პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი პატარა პარტიების შანსებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ლელომ” შეიძლება მაქსიმუმ 5% აიღოს, ელისაშვილმა - 1%” - დავით ზურაბიშვილი.
“როცა სააკაშვილი მოდიოდა ხელისუფლებაში, მისი გზავნილი იყო, რომ დაიჭერდა ყველა კორუმპირებულს და მართლაც ყველა დაიჭირა. ივანიშვილი რომ მოდიოდა, ჰქონდა იმიჯი, რომ ბევრ ფულს ხარჯავდა. ანუ სააკაშვილს და ივანიშვილს ჰქონდათ სერიოზული გზავნილი და ორივეს შემთხვევაში იმუშავა. ამ პატარა პარტიებს კი არა აქვთ გამოკვეთილი გზავნილი ამომრჩევლისთვის. თანაც ის ამომრჩეველი, რომელმაც შეიძლება პატარა პარტიებს ხმა მისცეს, ძალიან ჭრელი სეგმენტია - იქ არიან მემარცხენეებიც, მემარჯვენეებიც, კონსერვატრებიც და სხვა. ამ ჭრელი სეგმენტის შემკვრელი პირიც არ ჩანს. ამიტომ არ მგონია, რომ პატარა პარტიებმა მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა მოიპოვოს. “ლელომ” შეიძლება მაქსიმუმ 5% აიღოს, ელისაშვილი გადავიდეს 1%-ს, ისიც თბილისის ხარჯზე და ა.შ.”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.
“ეს არჩევნები მაინც იქნება ორპუოლუსიანი, “ნაციონალებსა” და “ოცნებას” შორის. მაგრამ, თუ ჯამში ოპოზიციამ პროპორციული სისტემით ხმების უმეტესობა აიღო, მაშინ ჩათვალეთ, რომ ხელისუფლება იცვლება, რადგან არჩევნებს იგებს პროპორციული სისტემა და არა მაჟორიტარული სისტემა. ამიტომ ბიძინა ივანიშვილი ეცდება პროპორციული სისტემის საკითხი პირველივე ტურში “გააიასნოს”, - განაცხადა „რეზონანსთან“ დავით ზურაბიშვილმა.
სიახლეები
- “როდესაც დავინახავ მომენტს, რომ შეთანხმებას ვერ ვაღწევთ, ძალიან მკაცრები ვიქნებით, ეს შეიძლება ორივე ქვეყანა იყოს, ორია საჭირო ტანგოსთვის - გვერდში ვუდგავარ უკრაინას, მხარს ვუჭერ მკვლელობების შეჩერებას” - დონალდ ტრამპი
- “ილონი უბრალოდ ჭკუიდან შეიშალა!” - დონალდ ტრამპი
- დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორად ირაკლი ფურცელაძე დაინიშნა
- “ჩემს გარეშე ტრამპი არჩევნებს წააგებდა, როგორი უმადურობაა” - მასკი
- “მარტა კოსის განცხადებაზე: საქართველოს ხელისუფლებას დაბრალდა, თითქოს ჩვენ გავაჩერეთ რაღაც პროცესი, რომელიც დაწყებულიც არ ყოფილა, ახლა ისევ ევროკომისიიდან გვესმის, რომ თურმე მათ დავუსჯივართ” - მაკა ბოჭორიშვილი