„პატრიოტთა ალიანსმა“ ქუთაისში, 2020 წლის საარჩევნო სიის პირველი 25 კანდიდატი დაასახელა
„პატრიოტთა ალიანსმა“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო სიის პირველი 25 კაცი დაასახელა.
სიის პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს პარტიის თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა და პარტიის გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა.
კანდიდატების წარდგენის ცერემონია ქუთაისში, დავით აღმაშენებლის მოედანზე გაიმართა. პარტიის ლიდერებმა თბილისისა და რეგიონების მაჟორიტარი კანდიდატები კიდევ ერთხელ წარუდგინეს საზოგადოებას.
„ქუთაისი არის უდიდესი ქართველი მოღვაწეების ბაგრატ მეფის, დავით აღმაშენებლის ქალაქი. მე მინდა შეგახსენოთ, ბაგრატ მეფის დედა გახლდათ აფხაზეთის მეფის გიორგი II-ის ქალიშვილი და ბაგრატის ტაძარი დედა შვილის ერთობლივი ძალისხმევით არის აშენებული. ეს არის გამორჩეული ქალაქი, ამიტომ გადავწყვიტეთ საარჩევნო მარათონი ქუთაისიდან დაგვეწყო.
საქართველოს უახლეს ისტორიაში ახალი ეპოქა იწყება. ჩვენ შევრიგდებით აფხაზებთან, ოსებთან და ჩვენი ქვეყანა წავა წინ“, - ასე მიმართა დავით თარხან-მოურავმა მხარდამჭერებს.
პარტიის თავმჯდომარემ კანდიდატების წარდგენა ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის გაცნობით დაიწყო. ქუთაისის მაჟორიტარ კანდიდატად ნონა ასათიანი დასახელდა.
„პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიის კანდიდატები არიან:
1. ირმა ინაშვილი
2. გიორგი ლომია
3. გოჩა თევდორაძე
4. ავთანდილ ენუქიძე
5. ზაზა (გელა) მიქაძე
6. ნანა დევდარიანი
7. ფრიდონ ინჯია
8. დავით ზილფიმიანი
9. ცისანა სეფიაშვილი
10. მერაბ ჭიქაშვილი
11. გურამ ნიკოლაიშვილი
12. მარინა მოლოდინი
13. ვახტან ყოლბაია
14. სამველ პეტროსიანი
15. ეკა მირიანაშვილი
16. არჩილ ლეკიშვილი
17. ბესიკ ცქიფურიშვილი
18. ანი კიკნაძე
19. დავით გიორგობიანი
20. მარიამ ბათირიშვილი
21. მაია კუტუბიძე
22. გოდერძი ამაშუკელი
23. თომა ხაბეიშვილი
24. მახირ უსუბოვი
25. ტატიანა მარტინენკო
სიახლეები
- "ეუთოს დამკვირვებლების მოპატიჟება ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ბევრად უფრო სტრატეგიულად აზროვნებს"- კახა გოგოლაშვილი
- "საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, 4 ოქტომბერს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად დავამხოთ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ" - ანა წითლიძე
- "მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეწყვიტონ მკვლელობები" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "კახი, დამშვიდდი, დადინჯდი - დაელოდეთ ხალხის განაჩენს" - ლევან ხაბეიშვილი
- "კრემლი კვლავ დასცინის დიპლომატიას, არღვევს საერთაშორისო სამართალს და კლავს ადამიანებს" - ურსულა ფონ დერ ლაიენი