„ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობას ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობისა და მერობის კანდიდატები წარუდგინა
ქუთაისში, მმართველმა პარტიამ მოსახლეობას ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზაზა ლომინაძე და ქუთაისის მერობის კანდიდატი, იოსებ ხახალეიშვილი წარუდგინა.
წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და პარტიის სხვა ლიდერები ესწრებოდნენ.
„ჩვენ არ გვინდა საუბარი წარსულზე, რადგან არავის ვეჯიბრებით და ვედრებით. ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი გვაქვს ძალიან ბევრი და ამას წყნარად, მშვიდად ვაკეთებთ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამას ჩვენი თითოეული მოქალაქე ხედავს და შეაფასებს. მიუხედავად იმ განსაცდელისა, რომელშიც არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიოა, არც ერთი წუთითა და არც ერთი წამით, სისტემური ინფრასტრუქტურული სამუშაო ქვეყანაში არ შეჩერებულა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ქვეყანა ისეთ დღეში დაგვხვდა, სადაც ელემენტარული, სასმელი წყლის, სკოლის, ბაღის, გზის პრობლემები იყო. მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცას ეგონა, თურმე, შეიძლება, ქალაქს, რომლის ისტორიაც ითვლება ძველი წელთაღრიცხვის მე-13 საუკუნიდან, ფუნქცია ვინმემ შესძინოს ან წაართვას, ქუთაისის შემთხვევაში, ეს, უბრალოდ, შეუძლებელია. აქ, ამ ქალაქში ისტორიის დრო გაჩერებულია, რადგან აქ მარადისობა სუფევს. ამიტომ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ხვალინდელ დღეზე, ძალიან კონკრეტულები უნდა ვიყოთ და გვქონდეს კონკრეტული გეგმა, რომელზე სასაუბროდაც ჩვენ მზად ვართ,“ - განაცხადა კანდიდატების წარდგენისას მთავრობის მეთაურმა, გიორგი გახარიამ.
სიახლეები
- "ეუთოს დამკვირვებლების მოპატიჟება ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ბევრად უფრო სტრატეგიულად აზროვნებს"- კახა გოგოლაშვილი
- "საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, 4 ოქტომბერს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად დავამხოთ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ" - ანა წითლიძე
- "მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეწყვიტონ მკვლელობები" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "კახი, დამშვიდდი, დადინჯდი - დაელოდეთ ხალხის განაჩენს" - ლევან ხაბეიშვილი
- "კრემლი კვლავ დასცინის დიპლომატიას, არღვევს საერთაშორისო სამართალს და კლავს ადამიანებს" - ურსულა ფონ დერ ლაიენი