,,ხარაგაულს სჭირდება პოზიტიური ცვლილებები" - კობა ლურსმანაშვილი
ხარაგაულის მერობის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი, არჩევნებამდე 21 დღით ადრე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრებს აჯამებს და საკუთარ ამომრჩეველს მიმართავს.
,,ხარაგაულს სჭირდება პოზიტიური ცვლილებები" ჩემი წინასაარჩევნო კამპანია, უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს. როგორც ხარაგაულის მერობის კანდიდატი ხარაგაულის 50-ზე მეტი სოფლის მოსახლეობას შევხვდი და ყურადღებით მოვისმინე თითოეული სოფლის საჭიროებები. ზუსტად ვიცი, როგორ ვმართო ის პრობლემები, რომლებზეც ეს ადამიანები გულწრფელად მესაუბრებიან. მომავალ წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია.
2021 წელი გამოწვევების წელი იქნება და მე ვიღებ პასუხისმგებლობას, ეს გამოწვევები შესაძლებლობებად ვაქციო. მაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობის, ისე საპარლამენტო საქმიანობის, რაც მაძლევს ძალას და მოტივაციას კვლავ გამოვცადო ჩემი თავი ხარაგაულის მერის პოზიციაზე. ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა, და ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებ, მნიშვნელოვანი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდეს და ბევრი კარგი საქმე დაუკავშირდეს ჩემს სახელს.
ხარაგაული, ჩემი მშობლიური მხარეა. მინდა ყველას დავანახო, თუ გულით გსურს, თუ გულით გინდა შეგიძლია მეტი გააკეთო. ჩემთვის ხარაგაულის წარმატება და მისი მომავალი არის ღირსების საქმე და მე ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ცვლილებები აუცილებელია! ხარაგაულს ნამდვილად სჭირდება პოზიტიური ცვლილებები, ჩვენ უნდა დავუბრუნოთ ხარაგაულს წარმატებული მუნიციპალიტეტის სახელი,"- აცხადებს კობა ლურსმანაშვილი.
სიახლეები
- "შიდა საქმეები ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, არა ბიუროკრატებმა ბრიუსელიდან" - ილჰამ ალიევი
- "უცხოურმა აგენტურამ სცადა, რომ 9 აპრილიც გამოეყენებინა საზოგადოების ხელოვნურად გასახლეჩად" - ირაკლი კობახიძე
- რუსეთმა საქართველოს მოქალაქეს, გიორგი გოგლიძეს უკრაინაში “დაქირავებულ მებრძოლად ყოფნის” ბრალდებით 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
- "9 აპრილი იყო სამშობლოსთვის თავდადების, თავგანწირვის დიდი გამოვლინება, რომელმაც ჩვენში გააღვივა და გააძლიერა ეროვნული სული და დამოუკიდებლობის რწმენა"
- "ოცნების“ გამოცხადებული მთავრობა და მისი საპატიო თავმჯდომარე ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას" - პარტია „გახარია საქართველოსთვის“