,,ხმა მივეცი ევროპულ მომავალს" - ბიძინა ივანიშვილი
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
მთაწმინდის მეოთხე საარჩევნო უბანზე, ივანიშვილი ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმაგანაცხადა, მან ხმა ქვეყნის განვითარების სტაბილურობას და საქართველოს ევროპულ მომავალს მისცა.
,,მე პირადად ხმა მივეცი ქვეყნის განვითარების სტაბილურობას, მშვიდობას, ევროპულ მომავალს, ეკონომიკურ ზრდას, თითოეული ოჯახის კეთილდღეობას, ადამიანის ღირსებას და პატივის დაცვას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილის თქმით, ,,ქართული ოცნება" არჩევნებზე 55-60 პროცენტს მიიღებს.
საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან