"გამარჯვების მოლოდინი გვაქვს" - იოსებ ხახალეიშვილი
"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა ხმა ქუთაისის მე-40 საარჩევნო უბანზე მისცა.
ხახალეიშვილის განცხადებით, მხარი მშვიდობასა და სტაბილურობას დაუჭირა. მერობის კანდიდატს ღირსეული გამარჯვების მოლოდინი აქვს.
"პირველ რიგში, მინდა მთელ საქართველოს მშვიდობიანი და წარმატებული დღე ვუსურვო. ჩემი არჩევანი გახლავთ მშვიდობა, სტაბილურობა. ჩემი არჩევანია განათლება და განვითარება. ქალაქი, რომელიც იქნება უფრო მეტი შესაძლებლობების მიმცემი თითოეული ქუთაისელისათვის. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე ჩემი და ჩემი გუნდის გამარჯვებით დასრულდება და ჩვენ შევუდგებით ჩვენი ქალაქისა და ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობას. გვაქვს ღირსეული გამარჯვების მოლოდინი,"-განაცახდა ხახალეიშვილმა.
შეგახსენებთ,რომ ქუთაისის მერობისათვის 8 კანდიდატი იბრძვის.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან