ამომრჩევლები კაბინებიდან გახსნილი ბიულეტენით გამოდიოდნენ - ISFED
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ, ამ დროისათვის, საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია 10 საჩივარი, 6 საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიებში და 14 შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში",- ამის შესახებ "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა.
ელენე ნიჟარაძის თქმით, გარკვეულ უბნებიდან ამომრჩევლები კაბინებიდან გახსნილი ბიულეტენით გამოდიოდნენ, რაც ფარულობის პრინციპს არღვევს.
„30 ოქტომბერს, საღამოს საათებში “სამართლიან არჩევნებს“ დაუკავშირდა საჯარო მოხელე ყვარლიდან, რომელმაც აცნობა, რომ საჯარო მოხელეებს მიღებული აქვთ დავალება დილის 8 საათიდან 9 საათამდე მივიდნენ ხმის მისაცემად და საარჩევნო ბიულეტენი ღიად გამოიტანონ კაბინებიდან.
"სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებს თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე შესვლისა და შეუზღუდავად დაკვირვების საშუალება მიეცათ. თუმცა, ოთხ საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებს შეეზღუდათ საარჩევნო უბანზე შესვლა.
ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად გამოიკვეთა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. ამომრჩევლები საარჩევნო კაბინიდან გახსნილი ბიულეტენებით გამოდიოდნენ, ისე რომ უბანზე მყოფ პირებს შეეძლოთ დაენახათ მათი არჩევანი.
ცალკეულ საარჩევნო უბნებზე ადგილი ჰქონდა COVID-19-ის რეგულაციების დარღვევას. კერძოდ, ამომრჩევლებს რეგისტრატორი ან ნაკადის მომწესრიგებელი საბუთის წარდგენისას არ ახსნევინებდა პირბადეს. ასევე, რამდენიმე საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა წილისყრის წესის დარღვევას და ფუნქციების თვითნებურად განაწილებას.
კვლავ პრობლემად რჩება საარჩევნო უბნების მიმდებარედ ე.წ. კოორდინატორების მობილიზება, რომლებიც საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავენ. აღნიშნულს „სამართლიანი არჩევნები“ განიხილავს, როგორც ამომრჩეველზე ზეწოლას და მისი ნების კონტროლს", - განაცხადა ელენე ნიჟარაძემ.
სიახლეები
- ,,ველი კიდევ 3 წელს, 16 წელი მექნება სასჯელი - სერიულ მკვლელებს და პედოფილებს უსჯიან ამდენს"- მიხეილ სააკაშვილი
- ,,სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა" - გიგა ავალიანის დედა პროკურატურის განცხადებას ეხმაურება
- ,,ჩვენი ქვეყანა ღიაა იმისათვის, რომ სუფთა ფურცლიდან მოხდეს საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის დაწყება"- ზვიად შალამბერიძე
- ,,ჩვენი და ამერიკის თანხვედრა ღირებულებით ნაწილში, მსოფლმხედველობით ნაწილში, პოლიტიკურ ჭრილს ვგულისხმობ, ერთი-ერთში ემთხვევა”
- ,,როგორც ჩანს, ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა, როგორც იქნა, რუკას დახედა და გაათვითცნობიერა ის, რომ საქართველო მართლაც საკვანძო ადგილზე იმყოფება” – ლევან მაჭავარიანი