შაშკინმა იარაღით გადაადგილების ფაქტი დაადასტურა
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი შაშკინმა დაადასტურა, რომ ის ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში იარაღით გადაადგილდებოდა. ამასთან, შაშკინმა განაცხადა, რომ მას საარჩევნო უბნებზე არ შესულა, რადგან ამის უფლება, როგორც კანდიდატს, არ აქვს.
მისივე თქმით, მას იარაღის ტარების უფლება შსს-ს მიერ აქვს მინიჭებული და ყოველთვის იარაღის თანხლებით გადაადგილდება.
"მე, როგორც თავდაცვის ყოფილ მინისტრს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მაქვს მონიჭებული პირადი ცეცხლსასროლი იარაღის ტარების კანონიერი უფლება. ამ იარაღს ყოველთვის თან ვატარებ.
მე არ ვიმყოფები არცერთ საარჩევნო უბანზე, რადგან ამის უფლება არ მაქვს, როგორც კანდიდატს და არც რაიმე საშვი მაქვს, რომლის საშუალებითაც რომელიმე უბანზე შესვლას შევძლებ.
მანქანაში ჩაჯდომის დროს ქართული ოცნების ერთ-ერთმა პროვოკატორმა ფოტო გადამიღო, როდესაც ქურთუკი გავიხადე და ჩემი პირადი მოხმარების ცეცხლსასროლი იარაღი გამომიჩნდა, რომელიც სპეციალურ ბუდეში იდო. ხელში მიჭირავს ტელეფონი.
ამ ფაქტს მოჰყვა აჟიოტაჟი იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც:
ბოლნისში ემუქრებიან ჟურნალისტებს თავის მოჭრით;
ესვრიან მანქანებს - ორი კვირის წინ ახალგაზრდულის თავმჯდომარის მანქანას 6 ტყვია ესროლეს და ერთი გაარტყეს;
რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში სცემენ ბოლნისში ჩვენს აქტივისტებსა და მასწავლებლებს.
ეს ადამიანები ერთმანეთსაც კი არ ინდობენ - ახლაც სამი ადამიანია ბოლნისში დაჭრილი - ქართული ოცნების ერთმა აქტივისტმა დანარჩენი სამი იმის გამო დაჭრა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მოპარული ფული ვერ გაიყვეს.
მოეშვით თითიდან გამოწოვილი პროვოკაციებს! ეს არჩევნები ხალხის არჩევნებია და ასე უღირსად მხოლოდ დამარცხებული იქცევა - ოლიგარქის მმართველობა დასრულებულია", - წერს დიმიტრი შაშკინი ოფიციალურ Facebook გვერდზე.
სიახლეები
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- შსს-მ “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 30 პირი დააკავა, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა
- მამუკა ხაზარაძემ მისი და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებას "მოულოდნელი" და "ადამიანებით ვაჭრობა" უწოდა
- “ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ კარგად გააზრების და ყველა ფაქტორის აწონ-დაწონის შემდგომ და რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია” - ბადრი ჯაფარიძე არჩევნებში მონაწილეობაზე
- “ქვეყანა საჭიროებს რევოლუციურ ცვლილებებს - ვერთიანდებით, 4 ოქტომბერს გარდაუვალია ამ რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა” - ლევან ხაბეიშვილი