"4 წელია გარდაცვლილ დედაჩემს ვხედავ სიაში" - ამომრჩეველი
ბათუმის 86-ე უბანზე ამომრჩეველმა საარჩევნო სიაში წლების წინ გარდაცვლილი ოჯახის წევრის სახელი და გვარი აღმოაჩინა.
,,დედაჩემს ვხედავ მეოთხეჯერ არჩევნებზე. ვინა ხართ? უკვე აღარ შემიძლია, ყველა მოსვლაზე ამაზე ვყვირი, არ უნდა გადაამოწმოთ ცოცხალია თუ არა?", – ამბობს მოქალაქე.
ცესკოს წარმომადგენელმა ამომრჩეველს უთხრა, რომ ის დაჯარიმდება იმის გამო, რადგან ამდენი ხნის განმავლობაში რეესტრში გარდაცვალების ცნობა არ წარადგინა.
ინფორმაციას და ვიდეოს გამოცემა ,,ბათუმელები" ავრცელებს.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი