"სიაში ემიგრანტები და გარდაცვლილები აღმოვაჩინეთ" - ანა დოლიძე
ანა დოლიძემ ცესკოსთან გამართულ ბრიფინგზე დიდუბე-ჩუღურეთის ოლქებზე მიმდინარე საარჩევნო დარღვევების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, უბანზე ქაოსი იყო, ხოლო სიაში გარდაცვლილები და ემიგრანტები აღმოაჩინეს.
"მეოთხე უბანზე საარჩევნო სივრცე საკმაოდ მცირე ზომისაა ამომრჩეველთა რაოდენობისთვის, რაც 8 საათზე ხდებოდა სრული ქაოსი იყო. ასევე, მე-11 უბანზე სიაში გარდაცვლილი და ის მოქალაქეები აღმოვაჩინეთ, რომლებიც 20 წელია უკვე ემიგრაციაში არიან," - განაცხადა ანა დოლიძემ.
სიახლეები
- სასამართლომ ილია ღლონტი 2 ათასი ლარით დააჯარიმა
- აქციების მონაწილე ნადიმ ხმალაძეს სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ
- „ჩართული რომ ვყოფილიყავი, ბევრად მეტი იქნებოდა მიღწეული“ - სააკაშვილის თქმით, ის 4 ოქტომბრის საქმეზე დაკითხეს
- “დეკემბრის ბოლოს ევროკომისიის წლიურ ანგარიშში აღნიშნული იქნება, რამდენად შეესაბამება საქართველო უვიზო მიმოსვლის რეგულაციებს, შემდეგ წევრი ქვეყნები მიიღებენ გადაწყვეტილებას და ეს მარტივი არ იქნება” - პაველ ჰერჩინსკი
- “ძალიან დასანანია, რომ ევროკავშირზე შეტევა გრძელდება” – პაველ ჰერჩინსკი