"ქართულ ოცნებას“ არ აუღია ამომრჩევლის ხმების ნახევარზე მეტი" - ბაქრაძე
შედეგებიდან ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აუღია ამომრჩევლის ხმების ნახევარზე მეტი და მას არ გააჩნია ქართველი ხალხის ნდობის მანდატი არჩევნების პროპორციულ ნაწილში, - ამის შესახებ „ევროპული საქარველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხმების დათვლის პროცესს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
“უკვე გამოცხადდა რამდენიმე ეგზიტპოლის შედეგი და ყველა ამ შედეგს აერთიანებს ორი რამ. პირველი - ამ შედეგებიდან ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აუღია ამომრჩევლის ხმების ნახევარზე მეტი და მას არ გააჩნია ქართველი ხალხის ნდობის მანდატი არჩევნების პროპორციულ ნაწილში და აქ მე არ ვთვლი ხელისუფლების დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლს. საუბარია „ედისონზე“ „იფსოსზე“ და ჩვენს ეგზიტპოლებზე. ყველა ეგზიტპოლში იყო ძალიან მაღალი პასუხი უარზე და შემდეგ მოხდა ალოკაცია, რომელიც ყოველთვის იძლევა მაღალ ცდომილებას. ასეთ პირობებში, როდესაც ფიქსირდება განსხვავებული მონაცემები, როდესაც ყველა ხმა და ყველა პროცენტი არის მნიშვნელოვანი იმის დასათვლელად, თუ როგორ დაჯდება ჯამურად ხმები და ვის ხელში იქნება ხელისუფლება, ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია ხმების დათვლას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში" - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მან "ევროპული საქართველოს" წევრებსა და დამკვირვებლებს მოუწოდა, ბოლომდე დაიცვან თითოეული ხმა.
"მინდა მივმართო „ევროპული საქართველოს“ ყველა წევრს და დამკვირვებელს უბნებში, ოლქებში, ცესკოში. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თქვენს მუშაობას, უნდა ვიყოთ ბოლომდე უბნებზე, ვიბრძლოთ თითოეული ხმისთვის და დავიცვათ თითოეული ხმა“, - განაცხადა ბაქრაძემ.
სიახლეები
- საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას 31 მარტს 87 წელი შეუსრულდებოდა
- 1991 წლის 31 მარტს საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი ჩატარდა
- ,,არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას ფავორიტი ჰყავს, ხელისუფლება ცდილობს დაამოწმოს, რომ არსებობს სამი საუნჯე – მამული, ენა, სარწმუნოება"- მეუფე დანიელი
- ,, ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის 35-წლიანი გზა გამოდგა ეკლიანი"- შალვა პაპუაშვილი
- სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავა