"თბილისში მესამე პარტია ვართ - მომავალი ჩვენია" - გირჩი
"გირჩი" ეგზიტპოლებს ეხმაურება და საკუთარი შედეგის წინასწარ მონაცემებს პოზიტიურად აფასებს.
"მგონია რომ შესაძლოა 3%-ზე ცოტა მეტიც იყოს, საბოლოო შედეგი რათქმაუნდა ხმების დათვლის შემდეგ გამოჩნდება. ყველაზე მნიშვნელოვან გამარჯვებად მიმაჩნია, რომ თბილისში მესამე პარტია ვართ, რაც ნიშნავს, რომ მომავალი ჩვენია", - თქვა "გირჩის" ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ.
პარტიის საარჩევნო სიის მე-10 ნომრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, არჩევნების პირველადი შედეგები ძალიან პოზიტიურია.
"მნიშვნელოვანია, რომ თბილისში მესამე პარტია ვართ. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მომავალი არჩევნებისთვის ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს და საბოლოო ჯამში იგივე შედეგები შეგვიძლია რეგიონებშიც გავიმეოროთ.
ზოგადად წინ საინტერესო საპარლამენტო ცხოვრება გველის იმიტომ, რომ როგორც ჩანს ოპოზიციას პარლამენტში უმრავლესობა ექნება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მომავალ კოალიციაში ის ადგილი დავიკავოთ, რომელიც ჩვენი იდეების რეალიზაციას ხელს შეუწყობს", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
სიახლეები
- სასამართლომ ილია ღლონტი 2 ათასი ლარით დააჯარიმა
- აქციების მონაწილე ნადიმ ხმალაძეს სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ
- „ჩართული რომ ვყოფილიყავი, ბევრად მეტი იქნებოდა მიღწეული“ - სააკაშვილის თქმით, ის 4 ოქტომბრის საქმეზე დაკითხეს
- “დეკემბრის ბოლოს ევროკომისიის წლიურ ანგარიშში აღნიშნული იქნება, რამდენად შეესაბამება საქართველო უვიზო მიმოსვლის რეგულაციებს, შემდეგ წევრი ქვეყნები მიიღებენ გადაწყვეტილებას და ეს მარტივი არ იქნება” - პაველ ჰერჩინსკი
- “ძალიან დასანანია, რომ ევროკავშირზე შეტევა გრძელდება” – პაველ ჰერჩინსკი