"არ მაინტერესებს არცერთი თანამდებობა, მათ შორის არც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა“ - სააკაშვილი
საქართველოს ექს-პრეზიდენტის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისთვის მთავრობაში თანამდებობა არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია ოპოზიციამ მთავრობის დასაკომპლექტებლად კონსენსუსური ფიგურები იპოვნოს.
ამის შესახებ მან „მთავარის“ ეთერში, ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ აღნიშნა.
„ეს არის ისტორიული დღე იმ პირობებში, როცა მე არ მომეცა საშუალება ქვეყანაში ჩამოსვლის, კამპანიის წარმოების. ამ პირობებშიც კი საქართველოს ოპოზიციურმა სპექტრმა მოიპოვა დამაჯერებელი უპირატესობით გამარჯვება ე.წ. „ქართულ ოცნებაზე“, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ჩემი ქვეყანაში არყოფნის პირობებშიც კი აიღო მინიმუმ 33%-ი, ჩემი აზრით, ბევრად მეტი, რადგან მაჟორიტარებში ჩვენ მოგებული გვაქვს ყველა დიდი ქალაქი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგო თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი. ამ პირობებში, ეს არის პრაქტიკულად ძალიან დიდი ტრიუმფი ქართული ოპოზიციის, მიუხედავად შევიწროებისა, დაშინებებისა, ზეწოლისა. ამ პირობებში, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჩამოვაყალიბოთ ეროვნული ერთიანობის მთავრობა. მე, მიხეილ სააკაშვილი, ვაცხადებ , რომ არ მივისწრაფი არცერთი თანამდებობისკენ ამ მთავრობაში, საერთოდ არ მაინტერესებს ჩემი არცერთი თანამდებობა, ჩვენ უნდა ვიპოვოთ კონსენსუსური ფიგურები და უნდა ვიპოვოთ ეროვნული ერთიანობის მთავრობის ჩამოყალიბება. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ფართო კოალიცია, ოპოზიციური ძალების ერთიანობის მთავრობა, იმისთვის, რომ დავძლიოთ, „ქართული ოცნების“ მძიმე მემკვიდრეობა და შევძლოთ ჩვენი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. მე არ მაინტერესებს არცერთი თანამდებობა, მათ შორის არც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სიახლეები
- ,,პროდუქტებზე მაღალი ფასნამატია, უნდა დაიწყოს გამოძიება, შეიქმნას საგამოძიებო კომისია"- ირაკლი კობახიძე
- მოსკოვში აფეთქების შედეგად პოლიციელები დაიღუპნენ
- ,,გაფახზულის სესიაზე სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც დაიწყებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას"- შალვა პაპუაშვილი
- ანკარაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე