"ეს იყო „ნაცების“ უკანასკნელი გაფართხალება, სრული აგონია აქვთ" - მდინარაძე
ეს იყო „ნაცების“ უკანასკნელი გაფართხალება, სრული აგონია აქვთ , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ეგზიტპოლის წინასწარ შედეგებს გამოეხმაურა.
მამუკა მდინარაძის თქმით, ქვეყანას ასცდა დიდი უბედურება, ვინაიდან, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ მოიპოვა უპირატესობა.
„ეს იყო „ნაცების“ უკანასკნელი გაფართხალება, იმიტომ რომ ისინი 8 წელი ელოდებოდნენ რევანშს. მართლა მჯერა, რომ დარწმუნებულები იყვნენ, 8 წლის შემდეგ, ისინი ამ რევანშს მოახერხებდნენ. ახლა სრული აგონია აქვთ, სახეებზე შეგიძლიათ შეხედოთ ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ. მათი ლიდერის, მათი ბელადის რეაქციას შეგიძლიათ შეხედოთ, რას საუბრობს. კომენტარიც არ სჭირდება უნდა მოუსმინო, რასაც საუბრობს რეალური მონაცემების ფონზე და მიხვდებით, რამდენად აგონიაში არიან ეს ადამიანები.
ყველაზე მთავარი არის ის, რომ დღევანდელი „ქართული ოცნების“ გამარჯვებით მათი შვილებისთვის, ყველასთვის თანაბრად იქნება უზრუნველყოფილი ხვალინდელი გაცილებით უკეთესი დღე. არ აქვს მნიშვნელობა ვისი ოჯახის წევრი იქნება.
მათაც მივულოცავდი ამ გამარჯვებას, იმიტომ რომ ქვეყანა ასცდა ძალიან დიდ უბედურებას რომ მათ ვერ მოიპოვეს უპირატესობა.
„ქართული ოცნების“ გამარჯვებით საბედნიეროდ, ამ ქვეყანაში კიდევ ერთხელ გაჩნდა იმის გარანტია, რომ ქვეყანა წინ წავა და განვითარდება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სიახლეები
- ,,პროდუქტებზე მაღალი ფასნამატია, უნდა დაიწყოს გამოძიება, შეიქმნას საგამოძიებო კომისია"- ირაკლი კობახიძე
- მოსკოვში აფეთქების შედეგად პოლიციელები დაიღუპნენ
- ,,გაფახზულის სესიაზე სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც დაიწყებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას"- შალვა პაპუაშვილი
- ანკარაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე