"გლდანი უპირობოდ გამარჯვებულია პირველ ტურში" - ნიკა მელია
გვქონდა ეს მოლოდინი. ვიხილეთ, თუ რა პირობებში მოგვიწია ამ გამარჯვების მოპოვება, გლდანის რაიონი არ იყო არჩევნები, ეს იყო ომი, - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ეგზიტპოლების შედეგზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, წინასწარი მონაცემებით, გლდანში უპირობოდ არის გამარჯვებული პირველ ტურში.
,,მინდა მივულოცო ყველა გმირ საქართველოს მოქალაქე ამომრჩეველს, რომელთა თავგანწირვით და გმირობით მოხერხდა ოლიგარქის დამარცხება, გვქონდა ეს მოლოდინი და ვიხილეთ თუ რა პირობებში მოგვიწია ამ გამარჯვების მოპოვება, გლდანის რაიონში არ იყო არჩევნები, ეს იყო ომი, დაახლოებით 10% ვართ შტაბში, დანარჩენი ადამიანები არიან უბნებზე, და ითვლიან ხმებს. წინასწარი მონაცემებით, გლდანი უპირობოდ არის გამარჯვებული პირველ ტურში. ,,ქართულმა ოცნებამ" თვალი გაუსწორა რეალობას, მაგრამ იმ ადამიანებს რომლებიც შეიარაღებული დარბოდნენ გლდანის რაიონში, კალაძის ძმაკაცებს, არ უნდა ასცდეთ პასუხისმგებლობა არა იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა რევანში, არამედ იმიტომ, რომ მომდევნო პერიოდში სხვებმა, რომ ეს არ გაბედონ. უნდა დადგეს ამ ადამიანების პასუხისმგებლობა”, - აღნიშნა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიას განცხადებით, ძალიან ბევრმა ადამიანმა მოატყუა ,,ქართული ოცნება”, შევიდა საარჩევნო ურნასთან და ხმა მისცა ოპოზიციას.
,,დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა მოატყუა ,,ქართული ოცნება”, დაპირდა შანტაჟის და შიშის პირობებში, შევიდა საარჩევნო ურმასთან და ხმა მისცეს ოპოზიციას. ეს არ იყო ადვილი და მადლობა მათ იმისთვის, რომ არსებობთ და ვიცავთ ხმებს ბოლომდე. ,,ქართული ოცნება” სასტიკად დამარცხდა თბილისში და როდესაც მილიონიან ქალაქში აგებ არჩევნებს, აგებ მთლიანად ქვეყანაშიც.
მაქვს მოლოდინი, რომ პარტიული შედეგი გვექნება გაცილებით მაღალი და მე როგორც ოპოზიციური კანდიდატი ვიქნები უფრო წინ ვიდრე 50%, რისთვისაც მადლობა ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომლებმაც კანდიდატები არ დააყენეს გლდანში და გავერთიანდით. დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში, რომელიც მხოლოდ მე არ მეკუთვნის, ეს გამარჯვება ეკუთვნით გლდანელებს, მუხიანელებს და ავჭალელებს”, - განაცხადა ნიკა მელიამ.
სიახლეები
- ,,ველი კიდევ 3 წელს, 16 წელი მექნება სასჯელი - სერიულ მკვლელებს და პედოფილებს უსჯიან ამდენს"- მიხეილ სააკაშვილი
- ,,სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა" - გიგა ავალიანის დედა პროკურატურის განცხადებას ეხმაურება
- ,,ჩვენი ქვეყანა ღიაა იმისათვის, რომ სუფთა ფურცლიდან მოხდეს საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის დაწყება"- ზვიად შალამბერიძე
- ,,ჩვენი და ამერიკის თანხვედრა ღირებულებით ნაწილში, მსოფლმხედველობით ნაწილში, პოლიტიკურ ჭრილს ვგულისხმობ, ერთი-ერთში ემთხვევა”
- ,,როგორც ჩანს, ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა, როგორც იქნა, რუკას დახედა და გაათვითცნობიერა ის, რომ საქართველო მართლაც საკვანძო ადგილზე იმყოფება” – ლევან მაჭავარიანი