ცესკოს ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 289 საჩივარი შევიდა
ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის ინფორმაციით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, წინასწარი მონაცემებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 289 საჩივარი შევიდა.
მათი უმეტესობა, მიქელაძის ცნობით, პროცედურულ დარღვევებს შეეხებოდა.
„საჩივრების უმეტესობა შეეხება ისეთ ხარვეზებს, როგორიცაა საკონტროლო ფურცლის არასწორად შევსება, მარკირებასთან დაკავშირებული წესების დარღვევა და სხვა“, - განაცხადა მიქელაძემ.
რაც შეეხება პირველად მონაცემებს, როგორც ცესკოს სპიკერმა განმარტა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წინასწარი მონაცემების გამოსაქვეყნებლად დაახლოებით 5-7 საათი სჭირდება.
„ყველამ უნდა გავითვალისწინოთ და გავითავისოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას გარკვეული დრო სჭირდება იმისთვის, რომ ყველა პროცედურა განახორციელოს. ბოლო წლების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ამ პროცედურების განსახორციელებლად 5-7 საათია საჭირო, მითუმეტეს, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა არის განსხვავებული. ჩვენ თუ შევხედავთ ეგზიტპოლის შედეგებს, ვნახავთ, რომ მათაც გარკვეული დრო დასჭირდათ ეგზიტპოლის კითხვარების დასამუშავებლად. ზოგიერთი ეგზიტპოლის შედეგი მოცემული იყო 4 საათის მდგომარეობით, ზოგიერთი - 5 საათის. საარჩევნო ადმინისტრაციას თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში სჭირდება ბევრად უფრო მეტი დრო იქედან გამომდინარე, რომ ოფიციალურად უნდა იყოს თქვენთვის და საზოგადოებისთვის მონაცემები წარმოდგენილი“, - განაცხადა მიქელაძემ.
სიახლეები
- ,,ველი კიდევ 3 წელს, 16 წელი მექნება სასჯელი - სერიულ მკვლელებს და პედოფილებს უსჯიან ამდენს"- მიხეილ სააკაშვილი
- ,,სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა" - გიგა ავალიანის დედა პროკურატურის განცხადებას ეხმაურება
- ,,ჩვენი ქვეყანა ღიაა იმისათვის, რომ სუფთა ფურცლიდან მოხდეს საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის დაწყება"- ზვიად შალამბერიძე
- ,,ჩვენი და ამერიკის თანხვედრა ღირებულებით ნაწილში, მსოფლმხედველობით ნაწილში, პოლიტიკურ ჭრილს ვგულისხმობ, ერთი-ერთში ემთხვევა”
- ,,როგორც ჩანს, ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა, როგორც იქნა, რუკას დახედა და გაათვითცნობიერა ის, რომ საქართველო მართლაც საკვანძო ადგილზე იმყოფება” – ლევან მაჭავარიანი