"რეგიონებში 13 მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატები ლიდერობენ"
“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ამ დროისთვის რეგიონების საარჩევნო ოლქების ნაწილში დათვლილი მონაცემები წარადგინა.
როგორც კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ამ ეტაპზე 13 მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატის შედეგებზე აქვთ ოლქებიდან მიღებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით ყველა ამ ოლქში “ქართული ოცნების” წარმომადგენელი იგებს.
“გვაქვს 13 მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატის მონაცემები. დავით სონღულაშვილის ოლქი კახეთში, 4 უბანია დათვლილი და შედეგი არის 57.11%. ირაკლი ქადაგიშვილის ოლქი კახეთში 6 უბანია დათვლილი და შედეგი არის 58.97%. ზაურ დარგალი-მარნეული-გარდაბნის ოლქი, 10 უბანია დათვლილი, შედეგი - 56.45%. გოგი მეშველიანის ოლქი - 78 უბანია უკვე დათვლილი, 53.34%. რაც შეეხება მცხეთა-მთიანეთის ოლქს, შალვა კერესელიძე, 9 უბანია აქ დათვლილი და შედეგი არის 50.48%. გიგი ხოჯევანიშვილის ოლქი - გორი-კასპი , შედეგი არის 54.58%. ანტონ ობოლაშვილის ოლქი - სამცხე, აქ არის 58.64%. სამუელ მანუკიანი, ეს არის ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქი, დათვლილია 38 უბანი და შედეგი არის 63.30%. რაჭა- ლეჩხუმ- სვანეთი, გოჩა ენუქიძე, 1 უბანია დათვლილი, შედეგი არის 86.21%. პაატა კვიჟინაძე, 24 უბანია დათვლილია 73.69%. გივი ჭიჭინაძის ოლქი, 20 უბანია დათვლილი 52.22%. ვასილ ჩიგოგიძე, გურია, 28 უბანია დათვლილი. 58.02%. ალეკო მოწერელია, სამეგრელო, 11 უბანია დათვლილი, შედეგი არის 57.53%”,- განაცხადა კობახიძემ.
სიახლეები
- "მართლაც კატასტროფაა იმის ყურება, თუ როგორი არაევროპული აღტყინებით იღებენ საკუთარ თავზე გეოგრაფიულად ევროპელები, ექსტრემიზმის სახელფასო სქემების დაფინანსებას"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- 8 ოპოზიციური პარტია რეგიონებში წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას იწყებს
- "ჩამოგდებული სამოქალაქო თვითმფრინავისთვის აზერბაიჯანი რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივის" - ილჰამ ალიევი
- 20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი