ანა დოლიძე: გადასატანი ყუთები კოვიდბლეფი იყო, არჩევნები გაყალბდა
დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ანა დოლიძე ამბობს, რომ გარკვეულ უბნებზე არჩევნები გაყალბდა.
ანა დოლიძე არც კოვიდსასტუმროებსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირების მიერ გაკეთებული არჩევანის სჯერა და თვლის, რომ ამ პირებისათვის გადასატანი ყუთების მობილიზება თავიდანვე "კოვიდბლეფბი" იყო.
"ვერ დაუდგენიათ სინამდვილეში რა რაოდენობა ბიულეტენების იყო გაცემული და რა რაოდენობა ხელმოწერები იყო შეგროვილი. ეს აცდენა ბიულეტენებში და ხელმოწერებში ნიშნავს, რომ არჩევნები ამ უბნებზე გაყალბდა და რა თქმა უნდა, ის გაყალბდა ხელისუფლების კანდიდატის სასარგებლოდ. არაფერი, რომ არ ვთქვათ გადასატან ყუთებზე, რომლებიც რასაც ვამბობდით, იყო თავიდან ბოლომდე ხელისუფლების მიერ ორგანიზებული კოვიდბლეფი," - განაცხადა ანა დოლიძემ.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა