ქუთაისში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური გაიმართება
ქუთაისის 59 საოლქო საარჩევნო კომისიამ 130 -ვე უბნის ხმა დათვალა.
წინასწარი მონაცემებით, პარტია "ქართულმა ოცნებამ" 41,58%, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 29,72 პროცენტი აიღო.
გიორგი ვაშაძე - "სტრატეგია აღმაშენებელი" 6,65%; "ევროპული საქართველო" - 3,81%; გირჩი 3,09%; "ლელო" - 2,99% , "პატრიოტთა ალიანსი" - 2,52%; ალეკო ელისაშვილი მოქალაქეები - 1,17%.
რაც შეეხება მაჟორიტარებს, ამ მონაცემებით მეორე ტური იქნება ქუთაისში. "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ 40,51%, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 36,14 % აიღო. მერობის კანდიდატებს შორის კი ხმები ასე გადანაწილდა - "ქართული ოცნებიდან" იოსებ ხახალეიშვილმა 46,10% აიღო, გრიგოლ შუშანიამ კი 31,47%.
პარლამენტის არჩევნების პარალელურად, იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში: ქუთაისში, თერჯოლასა და ხარაგაულში მერებიც აირჩიეს.
სიახლეები
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
- "ჩემი ყოველი დილა ამ გემრიელობით იწყება" - საუზმე სიმითით
- 28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
- "სასურველია, რომ პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით მსჯელობამ და პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს"
- პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა