"210 000 ხმა იყო გაკონტროლებული ამ არჩევნებზე" - სერგი კაპანაძე
"უბნების რაოდენობა, სადაც დაუბალანსებელი იყო რიცხვები, არის გაზრდილი 2012 და 2016 წლებთან შედარებით, დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი 2020-ში", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან 31 ოქტომბერს ჩაარებული საპარლამენტო არჩევნებზე დარღვევებისა და გაყალბების მასშტაბებზე ისაუბრა და გასული წლების არჩევნებს შეადარა.
"ცარიელ კონვერტების რაოდენობა, რაც მიუთითებს კარუსელების არსებობას, არის გაზრდილი 300%-ით, სამჯერ, წინა არჩევნებთან შედარებით და ასევე 2012-თან შედარებითაც - დრამატული სხვაობაა, აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ რამდენიმე ერთეული შემთხვევა.
ასევე, ეფექტი, რომელიც შეიძლება დამდგარიყო ამ კარუსელების გამო, არის ასევე დრამატულად გაზრდილი, სამჯერ მეტი, დაახლოებით, საშუალოდ რომ ვთქვათ 210 000 ხმა შეიძლება ყოფილიყო და იყო ჩვენი დასკვნით გაკონტროლებული ამ არჩევნებზე". - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
სიახლეები
- “გზის გადაკეტვის მცდელობები გარედან არის დაფინანსებული” - კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით
- ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლოში მივიდა
- მსახიობი დონარა გვრიტიშვილი გარდაიცვალა
- ტრამპმა პუტინის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ სანქციების შედეგს 6 თვის შემდეგ ნახავს
- იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო