12:00 საათის მონაცემებით ამომრჩევლის აქტივობამ 8,29% შეადგინა
12:00 საათის მონაცემებით, იმ ოლქებში, სადაც არჩევნების მეორე ტური ტარდება, ამომრჩევლის აქტივობამ 8,29 % შეადგინა.
როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, ხმა ამ დროისთვის 177 462 ამომრჩეველმა მისცა.
„ყველაზე მაღალი აქტივობა იმერეთის 21-ე მაჟორიტარულ ოლქში დაფიქსირდა, რაც 11,4%-ს შეადგენს. ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში დაფიქსირდა - 6,2%, რაც ჯამში 8321 ამომრჩევლია“, - განაცხადა იოსელიანმა.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან