ამ გვერდის ამობედვა

"8 წელში გინდათ აშენდეს ქვეყანა? ომი რომ არაა კმაყოფილი არ ხართ?" - ელისო ბოლქვაძე

"ქართული ოცნების" ახალი წევრი პარლამენტში, პიანისტი, ელისო ბოლქვაძე ამბობს, 8 წლიანი მმართველობის პერიოდში "ოცნება" ქვეყანას ვერ ააშენდება და ამბობს, რომ ომი რადგან არაა, კმაყოფილები უნდა ვიყოთ. ამ თემაზე კომენტარი მან ჟურნალისტებთან გააკეთა.

"ბიძინა ივანიშვილი მოვიდა და ძალიან ბევრი რამ გააკეთა. 8 წელში გინდათ, რომ აშენდეს ქვეყანა? ომი რომ არ გაქვთ, კმაყოფილი არ ხართ? რამდენი ხანი არ იყო ომი? არ გაქვთ სტაბილურობა? სტაბილურობა არ არის მთავარი ამოსავალი?" - თქვა ელისო ბოლქვაძემ.

 

ელისო ბოლქვაძემ, ასევე, ისაუბრა ბიძინა ივანიშვილზე და აღნიშნა, რომ მისი საქმეები მოსწონს და ბევრი ხელოვნების სფეროს წარმომადგენელი მისი დახმარების გარეშე ვერ გადარჩებოდნენ.

წაკითხვა 815 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 11 2020